საქართველო არაბული ინვესტიციების მოლოდინში
სავალუტო კრიზისის ფონზე, რომელმაც საქართველოში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შენელება გამოიწვია, მთავრობამ მზერა ამჯერად სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) მიაპყრო. ქართული მხარის მოწვევით, თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით, GCC-ის საბჭოს გენერალურ მდივანი, ბაჰრეინელი აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი იმყოფება.
არაბული სავაჭრო ბლოკი, რომელიც 1981 წელს დაარსდა, საუდის არაბეთს, არაბეთის გაერთიანებულ საეიმიროებს, კუვეითს, ბაჰრეინს, ყატარსა და ომანს აერთიანებს. ეს არის 50–მილიონიანი ბაზარი, 3 ტრილიონზე მეტი მთლიანი შიდა პროდუქტით (GDP), რომლის საბოლოო მიზანი ყურის კონფედერაციად ქცევაა.
ექსპერტების აზრით, ყურის საბჭოს (GCC) უკვე აქვს ერთიანი რეგიონის ნიშნები: ეს არის ერთიანი საბაჟო კავშირი, ერთიანი ენერგეტიკული სისტემა, საერთო ბაზარი, რომლის ერთიან ბაზარში ტრანსფორმირების რთული პროცესი უკვე მიდის. მესამე წელია დაწყებულია პოლიტიკური კონსულტაციები საერთო ვალუტის შემოღების თაობაზეც.
ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი თბილისში უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზიანმა თქვა:
„კერძო ბიზნესისა და ბიზნესს წრეების ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კერძოდ ის, რომ მათი ინვესტიციები უნდა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ქვეყანაში ეს პრობლემა არ არსებობს.
საქართველოს გააჩნია ძალიან მდიდარი სავაჭრო ურთიერთობების ისტორია და გახლავთ გზაგასაყარი სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის. ჩვენ ველით ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსა და საქართველოს შორის მყარი კავშირების აგებას.“
2016 წელს, GCC-ს სავაჭრო ბლოკში შემავალ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, დადებითი იმპულების დანახვა, მხოლოდ ტურიზმის მიმართულებით შეიძლება. შარშან, საუდის არაბეთიდან საქართველოში - 42 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა, ომანიდან - თითქმის 24 000 და საემიროებიდან - 20 ათასამდე.
ტურისტების ზრდას ხელი შეუწყო საავიაციო ფრენების სიხშირის გაზრდამ Fly Dubai-ს, ყატარის ავიახაზებისა და Air Arabia-ს მხრიდან. საქართველოს აეროპორტებიდან მგზავრთა ნაკადის ზრდის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიმართულება სწორედ, არაბეთის გაერთიანებული საემიროებია. 2017 წლის ზაფხულიდან კი თბილისის მიმართულებით ფრენას ასევე დაიწყებს Gulf Air-ი, ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია.
რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს. 2016 წელს, ყურის საბჭოს ექვსივე ქვეყნიდან საქართველოში, 139 მილიონი დოლარის ოდენობის იმპორტი გამხორციელდა და აქედან 138 მილიონი მხოლოდ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებზე მოდის. საქართველოდან ექსპორტზე GCC -ის ქვეყნებში - 57 მილიონი დოლარის საქონელი შევიდა. მათ შორის, 32 მილიონის - საემიროებში და 24 მილიონის - საუდეთში.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა კი იმაზე მიუთითებს, რომ GCC-ს სავაჭრო ბლოკის კერძო ბიზნესისთვის საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი ისევ არ არის. 2016 წელს, ინვესტიცია, ერთადერთი საუდის არაბეთიდან შემოვიდა და ისიც, მხოლოდ, 11 მილიონი დოლარის ოდენობით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ალ ზაიანთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და GCC-ის ქვეყნებს შორის გამოუყენებელი პოტენციალი არსებობს.
„ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან ურთიერთობის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობა. ვისაუბრეთ ამ შესაძლებლობების შესახებ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს ურთიერთობები დაწყებულია, მაგრამ არსებობს ბევრად უფრო მეტი პოტენციალი, ამისათვის კი საჭიროა მეტი ინტერაქცია.“
ყურის თანამშრომლობის საბჭოში (GCC) შემავალი ექვსი არაბული ქვეყნიდან საქართველოში საელჩო მხოლოდ ყატარს აქვს, რომელიც თბილისში 2015 წლის ზაფხულიდან მუშაობს. საქართველოს კი საელჩოები გახსნილი აქვს კუვეითში, ყატარსა და საუდის არაბეთში.
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები