უიშვიათესი ატმოსფერული მოვლენა, რომელიც პირველად დაფიქსირდა საქართველოში
ქართველმა ასტროფოტოგრაფმა, დიმიტრი გოდერძიშვილმა სინათლის სვეტები ბაკურიანში დააფიქსირა. ეს უიშვიათესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში პირველად აღიბეჭდა კამერით.
ოდესმე მოგიკრავთ თვალი ციდან დაშვებული სინათლის სვეტებისთვის? ამ საოცარ მოვლენაზე დაკვირვება ცივ ზამთარში შეგიძლიათ, როცა მიწასთან ახლოს ყინულის კრისტალები ლივლივებენ. რა თქმა უნდა, სვეტი ფიზიკურად არსადაა განლაგებული, მას პაწაწინა კრისტალებისგან არეკლილი სინათლის სხივები ქმნიან.
სინათლის წყარო შეიძლება იყოს მზე, მთვარე, ან სულაც - ქალაქის განათება. ხელოვნური გზით წარმოქმნილი სინათლის სვეტები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ბუნებრივი. ის კრისტალები, რომლებიც სინათლის სვეტებს წარმოქმნიან, როგორც წესი, დამკვირვებლისა და სინათლის შორის მდებარეობენ. თუ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით, სვეტების დანახვა ქუჩის განათებების გარშემო რამდენიმე მეტრშიც კი შეგიძლიათ.
On.ge ესაუბრა ასტროფოტოგრაფ დიმიტრი გოდერძიშვილს:
მოგვიყევი, როდის შეამჩნიე სინათლის სვეტები?
წამოსვლის წინა დღეს, როცა ყველაფერი ჩალაგებული მქონდა: კამერა, შტატივი და აღჭურვილობა. ღამის 2-ის ნახევარზე რატომღაც გარეთ ტემპერატურით დავინტერესდი. რომ გავედი გარეთ, ტემპერატურა ვიღას ახსოვდა. საოცარი სანახაობა დამხვდა. მანამდე APOD-ის საიტზე მქონდა ნანახი მსგავსი მოვლენა და მივხვდი, რომ ეს ნამდვილად "ის" იყო.
როცა გაიაზრე, რასთან გქონდა საქმე, რა გააკეთე პირველი?
მაშინვე შევვარდი სახლში. ვიცოდი, ცოტა ხანი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. კამერა და შტატივი გამოვიტანე, ძალიან თბილად ჩავიცვი და სახლის უკან ტყისკენ გავიქეცი (კარგი ხედია იქიდან). წელამდე თოვლში და -15 გრადუსში ვიარე დიდხანს შესაფერისი ადგილის საპოვნელად. დიდთოვლობის გამო რამდენჯერმე გავიჭედე კიდეც და კამერაც კი ჩამივარდა თოვლში. დიდი შანსი იყო, რომ კამერა გაფუჭებულიყო. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
რამე განსაკუთრებული აპარატი ან გადაღების ტექნიკა უნდა სვეტების დაფიქსირებას?
არაფერი ისეთი, 5-წამიანი ექსპოზიციებია, თვალითაც ძალიან მკვეთრად ჩანდა. ფოტოსგან განსხვავებით, რეალობაში ეს სვეტები ციმციმებს.
როგორც წეღან ახსენე, APOD-ზე გქონდა ნანახი ეს ფოტო. ხომ არ გაგიგზავნიათ APOD-ზე ან სხვა ასტროფოტოკონკურსში ეს ფოტო?
დიახ, APOD-ზეც გავაგზავნე და EUAPOD-ზეც. დიდი იმედი მაქვს, გამოხმაურება მოჰყვება.
აუღია თუ არა რამე პრიზი შენს რომელიმე ფოტოს?
ჩემმა რამდენიმე ფოტომ სამოყვარული ასტრონომიული დღის ფოტოს (AAPOD) პრიზი აიღო.
დიმიტრი გოდერძიშვილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტია. მისი ჰობია ასტროფოტოგრაფიაა.
ახლა კი დავტკბეთ საქართველოში პირველად აღბეჭდილი მოვლენის საოცარი კადრებით:
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
კომენტარები