"რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?" - ეს ფრაზა ილია მეორეს ეკუთვნის. ვიდეომიმართვა, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა და სწორედ ამ ფრაზასთან იყოფა ორად. სრული ჩანაწერი კი ტელეკომპანია ობიექტივმა პირდაპირ ეთერში გაუშვა.

"მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა , გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია, ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე, მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან.

მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?

მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება," - ამბობს ილია მეორე მიმართვაში.

ილია მეორე გერმანიიდან, სადაც ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაიკეთა, საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება.

ვიდეო მიმართვა კი 16 თებერვალს გავრცელდა.

გაიგეთ მეტი: ციანიდის საქმე