Fire კომპანია Unseen-ის შემუშავებული ახალი ტიპის თმის საღებავია, რომელიც ფერს გარემო პირობების შესაბამისად იცვლის.

ამ საღებავის გამოყენებისას, თმის ფერი გარეთ წითელი იქნება, ხოლო დახურულ სივრცეში - სხვა ფერი.

საღებავის მოლეკულები სინათლეს ტემპერატურის მიხედვით სხვადასხვანაირად ირეკლავენ, რაც განაპირობებს ფერის ცვლილებას.

საღებავის შემქმნელების თქმით, თეორიულად, Fire, ჩვეულებრივ საღებავთან შედარებით ნაკლებად ტოქსიკური და თმებისთვის ნაკლებად საზიანო უნდა იყოს.

ახალი პროდუქტი ამჟამად გამოცდას გადის და წარმატების შემთხვევაში მაღაზიის თაროებზე მალე ვიხილავთ.