მკაცრი რეგულაციები თამბაქოს მოხმარებაზე - პარლამენტი მაღრაძის ინიციატივას განიხილავს
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმის საჭიროება - პრობლემები და გამოწვევები, კონფერენცია-გამოფენა და საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ, რაც ითვალისწინებს დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე თამბაქოს მოწევის აკრძალვას. კანონპროექტის ავტორია თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები, ხოლო ინიციატორი - პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.
21 თებერვლის საკომიტეტო სხდომაზე, ინიციატორი კანონპროექტის ძირითად პრინციპებსა და დებულებებს პირველ მოსმენაზე წარადგენს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ცვლილებების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებაში ჯანსაღი დამოკიდებულება თამბაქოს მავნებლობასთან მიმართებაში. ასევე, პროექტის თანახმად, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს არასრულწლოვანთა ჩართულობა თამბაქოს მოხმარებისაგან და ხელმიუწვდომელი გახდეს საზოგადოების ფართო მასებისათვის თამბაქოს მოხმარება.
პროექტით თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვა შეეხება:
ნებისმიერ შენობა-ნაგებობას, გარდა:
- კერძო საცხოვრებელი სახლებისა;
- თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიული დანადგარებისა;
- პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა;
კანონპროექტით აკრძალვა ასევე შეეხება:
- საზოგადოებრივ ტრანსპორტის ყველა სახეობას;
- სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო სააღმზრდელო, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულებას;
- ბიბლიოთეკებს;
- მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკებს;
- ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა
დაწესებულებების როგორც შენობა-ნაგებობებში, ისე მათ ტერიტორიაზე; - 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებს;
- სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებსა და მათ ტერიტორიაზე, გარდა სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილი დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოცემული სპეციალური ბრძანებისა.
კანონპროექტით განსაზღვრულია მოწევის აკრძალვისა და შეზღუდვის აღსრულებაზე, დაწესებულებათა ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა. კერძოდ, ხელმძღვანელმა არ უნდა დაუშვას, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება, იმ ადგილებში სადაც კანონით მოწევა აკრძალულია.
გარდამავალი დებულებების სახით კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე შენობა-ნაგებობებიდან სასტუმროებს ეძლევათ ვადა, როცა მათ შეუძლიათ სრულ აკრძალვამდე დაუშვან მოწევა ნომრების არაუმეტეს 50%-ში. საჯარო დაწესებულებებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, სილამაზის სალონებს, მაღაზიებს და სავაჭრო ობიექტებს სრულად აკრძალვამდე შენობის 20%-ში კედლებით გამოყონ მოსაწევი ადგილები, 2018 წლის 1 იანვრამდე ოფისებს, ქარხანა-ფაბრიკებს, საამქროებს, საწყობებს, ტერმინალებს და სხვა მსგავსი დაწესებულებებს, სტადიონებს დაუშვან მოწევა მკაფიოდ განსაზღვრულ ადგილებში, აგრეთვე არასამარშრუტო ტაქსების მფლობელებს სურვილის შემთხვევაში დაუშვან მოწევა.
გარდა ამისა, პროექტით იკრძალება თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები