ენმ აცხადებს, რომ ფარული მოსმენის საქმეზე მათი ინიციატივები მოქალაქეებს დაიცავს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაზა ბიბილაშვილის, განცხადებით, პარტიას აქვს ინიციატივა ფარული მოსმენის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც 3 ასპექტს მოიცავს.
ბიბილაშვილის თქმით, ინიციატივა მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ეფექტურ გარანტიებს ითვალისწინებს და მეორეს მხრივ, არ შეაფერხებს სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი სამსახურების მუშაობას და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.
ენმ-ის ინიციატივა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
- შეიქმნას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არ განახორციელებს საგამოძიებო უფლებამოსილებას. იგი ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. ფარული მიყურადების ტექნიკური აღჭურვილობა სწორედ ამ უწყებაში უნდა იყოს განთავსებული;
- ორი გასაღების პრინციპი - ერთი ზემოაღნიშნული უწყების და მეორე, სასამართლოს ხელში. ორივე ამ გასაღების ჩართვაა საჭირო, რათა პირის ფარული მიყურადება განხორციელდეს.
- სახალხო დამცველს, ასევე პარლამენტის უმრავლესობის ერთ და უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებიდან ერთ წევრს მიეცეთ ფარული მოსმენების მონიტორინგის და კანონიერების შემოწმების უფლება - სახალხო დამცველს და პარლამენტის ორ წევრს (ერთს შეარჩევს უმრავლესობა, ხოლო მეორეს - საპარლამენტო ოპოზიცია) ექნებათ შეუზღუდავი (დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერი ხანგრძლივობით) წვდომა ადგილზე იმ ტექნიკურ აღჭურვილობასთან, საიდანაც ხდება ფარული მოსმენა და შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებთან (სამართალდამცავი ორგანოს შუამდგომლობა სასამართლოსადმი და სასამართლოს გადაწყვეტილება; ან დადგენილება გადაუდებელი ფარული მოსმენის თაობაზე და შემდგომი სასამართლო თანხმობა), რის საფუძველზე ხდება მოსმენის განხორციელება. ამ პირებს მიენიჭებათ უფლებამოსილება მობილური ოპერატორებისგან მიიღონ ინფორმაცია შესაძლო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. მონიტორინგის განმახორციელებელი ზემოაღნიშნულ პირებს მიყურადების ქვეშ მყოფი საუბრის შინაარსზე დაშვება აქვთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვაგვარად ვერ ხერხდება მიყურადების კანონიერების შემოწმება. ეს პირები ხელს აწერენ ინფორმაციის გაუთქმელობის დოკუმენტს. ამ ინიციატივით იქმნება ფარული მოსმენის კანონიერების შესწავლის ეფექტური მექანიზმი.
"ენმ გამოხატავს სურვილს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან" - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები