ყველაზე დიდი ხნის ისტორიის მქონე საგვარეულო ვისკი — Grant’s-ი 21-ე საუკუნეში დამკვიდრებული „ცოცხალი“ კომუნიკაციების პრობლემის გადაჭრისთვის „ლოლიტაში“ მაგიდის ფეხბურთის ჩემპიონატს იწყებს.

Grant’s-ის პირველ გამოწვევას გამოეხმაურნენ სოფა ყანჩაველი — საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, მანო კუჭუხიძე — მარკეტერი, გიორგი ხატიაშვილი — გაყიდვების მენეჯერი და სპორტსმენი და დიტო დვალიშვილი — გაყიდვების კოორდინატორი: აქვე შეგახსენებთ, რომ მაგიდის ფეხბურთის თამაში ყველა სპეციალობის ადამიანს შეუძლია!

23 იანვრის გამარჯვებული წყვილი სოფა ყანჩაველი და გიორგი ხატიაშვილი გახდნენ. შემდეგ ეტაპზე მათ მსახიობებთან — ანი ალადაშვილთან და ნიაზ ხუციანიძესთან მოუწევთ თამაში. ჩემპიონატის საბოლოო გამარჯვებულებს კი კომპანია GD Alco სპეციალურ პრიზებს დაუწესებს.

ადევნე თვალი Grant’s-ის გამოწვევას „ლოლიტაში“ და დანერგე მსგავსი ჩემპიონატები შენს სამეგობროშიც!