რამდენი გადაიხადეს ინდოელებმა ჯასტინ ბიბერის კონცერტის ბილეთში?
ცნობილი კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი კონცერტის ჩასატარებლად ინდოეთს, კერძოდ მუმბაის ეწვევა. კონცერტი 10 მაისს გაიმართება და მასზე დასასწრები ბილეთები თითქმის მთლიანად გაყიდულია.
ბილეთების გაყიდვის ტემპმა ინტერნეტ-მომხმარებლები გააოცა. საქმე ისაა, რომ პოპ-ვარსკვლავის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი საკმაოდ მაღალია. ყველაზე ძვირადღირებული $1,149 დოლარიანი ბილეთებიც კი მთლიანად გაყიდულია.
დარჩენილია მხოლოდ VVIP და GOLD კლასის ბილეთები, რომელთა შესაძენადაც უზარმაზარი ონლაინ რიგია შექმნილი.
ბილეთების მომლოდინეთა რიგი სულ უფრო და უფრო იზრდება.
ტვიტერის მომხმარებელმა, კინოკრიტიკოსმა და პუბლიცისტმა სარიტ რეიმ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღშფოთება ვერ დამალა და პოსტი დაწერა.
"თქვენ გგონიათ, რომ ინდოეთში მხოლოდ ბანკომატებთან არის რიგი? სხვა თუ არაფერი, ბანკომატებთან ფულის ასაღებად მაინც იცდიან და არა გასაფლანგად", - წერს სარიტ რეი.
სარიტ რეის არც სხვა ტვიტერის მომხმარებლები ჩამორჩენილან. მომხმარებელი ვინაია სავანტი გაოცებას ვერ მალავს, რომ ბიბერის კონცერტზე ასეთი დიდი მოთხოვნაა. მომხმარებელი კონცერტის ბილეთში გადახდილმა 58,030 და 76,000 რუპმა გააოცა. ეს თანხა 868 დოლარს უტოლდება.
კომენტარი გააკეთა ცნობილმა ინდოელმა კომიკოსმა, მწერალმა და ფემინისტური მოძრაობების მხარდამჭერმა სორა პანტმაც.
"76,00 რუპი (1137$) ჯასტინ ბიბერის კონცერტისთვის. ინდოეთში ამ თანხით პირდაპირ სცენაზე იყიდიდი ბუნგალოს", - წერს კომიკოსი.
ახლო წარსულში ინდოეთს უკვე ეწვია Coldplay, რომლის ბილეთებიც ასევე ძვირი იყო. მაშინ ინდოელმა ხალხმა ბევრი იწუწუნა მაღალი ფასების გამო. სწორედ ამის შესახებ ხუმრობს ტვიტერის კიდევ ერთი მომხმარებელი.
"ვწუხვარ ბიბერ, ჩემი ორგანოების უმეტესობა უკვე გავყიდე iPhone 5,6,7 და Coldplay-ის კონცერტის გამო. სამწუხაროდ, შენი კონცერტისთვის გასაყიდი აღარაფერი დამრჩა."
საქართველოს უახლოეს წარსულში ბილეთების ონლაინ რიგში დგომის გამოცდილება უკვე აქვს, როდესაც სუპერ თასის ფინალში თბილისს “ბარსელონა“ და “სევილია“ ესტუმრნენ, ბილეთების ყიდვის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო საიტი გადაიტვირთა და გაითიშა. საბოლოოდ ბილეთები ვაკის პარკში, ცოცხალი რიგის ფონზე გაიყიდა. ასე რომ, ინდოელები ვერაფრით გაგვაკვირვებენ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები