გამოზამთრების პროგრამამ ზაფხულისკენ გადაინაცვლა
შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში, საგაზაფხულო სამუშაოები არ დაუწყიათ. აქ ჯერ კიდევ თოვლია. მკაცრი ზამთარი არ დასრულებულა. მთავრობა აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა და ბუნებრივი აირი ყველა ოჯახისთვისაა ხელმისაწვდომი. ასევე, ორი დღის წინ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მხრიდან გაიჟღერა 200-ლარიანი ვაუჩერების დარიგების ამბავმაც ბუნებრივი აირის საფასურის დაფარვის მიზნით.
ამერიკის ხმამ ამ თემაზე გასულ წელს რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა, სადაც ასევე საუბარი იყო ამ 200-ლარიან ვაუჩერზე. პირველი რეპორტაჟი 2016 წლის ნოემბერში გავიდა, მეორე კი – დეკემბერში. იმდროინდელ კომენტარებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი აცხადებს, რომ გამოზამთრების პროგრამის ფარგლებში 200-ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს. ამიტომ, კვლავ 200-ლარიანი ვაუჩერის შესახებ ორი დღის წინანდელი განცხადება ამერიკის ხმისთვის საინტერესო აღმოჩნდა, დავინტერესდით, იგი გაიცემოდა ხელახლა სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, თუ - არა. რეალობა განსხვავებული დაგვხვდა:
როგორც ირკვევა, 200-ლარიანი დახმარება კონფლიქტის ზონის სოფლებისთვის, რაც გასული წლის შემოდგომაზე დაანონსდა, დღემდე არ გაცემულა. ქეთევან ციხელაშვილის ორი დღის წინანდელი განცხადება ასე ჟღერს:
„მივიღეთ გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის 200-ლარიანი ბუნებრივი აირის ვაუჩერით უზრუნველყოფის თაობაზე. ეს განცხადება გამომდინარეობს უწყებათშორისი დროებითი კომისიის წინა წლის ნოემბრის დადგენილებიდან. ჩვენ წლების განმავლობაში, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ, ფაქტობრივად ყველა ოჯახს ვეხმარებით გამოსაზამთრებელი ღონისძიებებით, მათ შორის 200-ლარიანი ვაუჩერით. ამჯერად, აღრიცხული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 11 894–ს. თქვენ იცით, რომ გასული წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ყველა სოფლის გაზიფიცირება დასრულდა.“
ქეთევან ციხელაშვილის გასული წლის ნოემბერში გაკეთებული განცხადება ამერიკის ხმასთან კი ასე ისმინება:
„ალტერნატიული ენერგიის წყარო გაუჩნდა ადგილობრივ მოსახლეობას გათბობისთვის. სახელმწიფო ყოველ წელს 200 ლარიანი ვაუჩერით ეხმარებოდა მათ. ჩვენ წელსაც მივიღეთ ამ კომისიაზე გადაწყვეტილება, რომ 200 ლარის საფასურით დავფაროთ მათი გაზის მოხმარება“.
რთულია ითქვას, კვლავ უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემაა, თუ რა მიზეზია, რომ კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელი ადამიანები დაანონსებული და დაპირებული დახმარების გარეშე აღმოჩნდნენ. როგორც ირკვევა, მათი უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლების გაზიფიცირება დასრულდა, ბუნებრივ აირს ვერ იყენებს, რადგან მისი საფასურის გადახდა ოჯახის ბიუჯეტისთვის დაუძლეველი გამოწვევაა, ამიტომ კვლავ შეშის მოსაპოვებლად სიარული უწევთ.
მაგული ოქროპირიძეს ხუთი შვილი ჰყავს. იგი მეუღლესთან და დედამთილთან ერთად სოფელ ერგნეთში ცხოვრობს, ცხინვალთან ახლოს. ომის დროს მათი სახლი დაიწვა, ახლა დანიის ლტოლვილთა კომისარიატის მიერ 2008 წელს გამოზამთრების პროგრამის ფარგლებში აშენებულ პატარა კოტეჯში ცხოვრობს, რომელიც საკუთარ ეზოშივე აუშენეს, დამწვარი სახლის გვერდით:
„აქამდე გაიწელა ამ თანხის დარიცხვა. მერე რომ ატყდა ამბავი და ხალხმა შეაწუხა, თქვეს, ორ კვირაში დაირიცხებაო. ჯერ არ დარიცხულა, ნოემბერში რომ უნდა დარიცხულიყო, იმ ვაუჩერზეა საუბარი, არავინ არ იცის ზუსტი პასუხი, არც გამგეობაში იციან. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ. ჩვენ გაზი, მართალია, გვაქვს, მაგრამ გათბობისთვის მაინც შეშის ღუმელს ვიყენებთ. ორჯერ გადავიხადეთ და ჩემს დედამთილს ამის შემდეგ დაავიწყდა, რანაირია პენსია, ის იხდიდა. გვეგონა, რომ იქნებოდა ის 200 ლარიანი ვაუჩერი და რაღაცაში დაგვეხმარებოდა. ახლა კიდევ ახალი უბედურება დაგვემატა: ჩვენი სოფელი გადამოწმებაში მოყოლილა და ყველას მოგვიხსნეს სოციალური დახმარება. მივედი, უნდა ამეღო და მოგეხსნათ, ქალბატონო, გადამოწმებაში ხართო. არც მოსულა ვინმე, არც გავუფრთხილებივართ. ჩვენს ოჯახში არავინ მუშაობს. შეიძლება, აგვისტოსთვის ინახავენ ამ ვაუჩერს, რა ვიცი, რა გითხრათ. ხალხი გადაიტანს ამ ზამთარს როგორმე“.
ჩვენთან საუბრისას მაგული ოქროპირიძე არა მხოლოდ ბუნებრივი აირის გამოყენების საკითხებზე, არამედ სოფელში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებზეც საუბრობს:
„სასმელი წყალი რომ გაგვიკეთეს, უამრავი ფული დაიხარჯა, ახლა კი ონკანებს გასდის. დღესაც „ყიდულობენ“ ამ ნაწილებს კომპანიაში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ასეთი პასუხი აქვთ: როდესაც ვურეკავთ, გვეუბნებიან, „ვყიდულობთ და მოვიტანთო“. ჯერ არ მოუტანიათ, წყალი იცლება ავზიდან. ძველი ჭაბურღილი რომ შეაკეთეს, იმ ამბავზე გეუბნებით, რამდენიღაც ათასი დახარჯეს. უბნის ჩამოსასვლელ გზებთან დააყენეს ჭები, რომლითაც რამდენიმე ოჯახმა უნდა ისარგებლოს. ამ ჭებს კიდევ დაუყენეს უხარისხო ონკანები, საიდანაც წყალი იღვრება, ფაქტობრივად იკარგება. ის ავზებიც, წყალსაცავები, საიდანაც წყალი მოედინება ძალიან ძველია. ჩვენ რომ ვიკითხეთ, გვითხრეს, ბევრი არ იკარგება, მხოლოდ ერთ მეტრამდე იკარგებაო. როგორც ჩანს, მოცულობის გამოთვლა არ იციან. ფაქტობრივად, ერთ ავზზე ერთი ტონა და 400 ლიტრი წყალი იკარგება. რატომ დაიხარჯა ფული, თუ საქმე ბოლომდე ვერ გაკეთდა, არ ვიცი“.
ზაალ ახალკაცი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში ცხოვრობს, სადაც ასევე ლითონის ღობეა გაბმული. ჩვენთან საუბრისას ისიც ადასტურებს, რომ ადგილობრივებს ნოემბერში დაანონსებული 200–ლარიანი ვაუჩერი გამოზამთრებისთვის არ მიუღიათ: „არ მიგვიღია ჯერ არაფერი, უნდა ყოფილიყო, მაგრამ სოფელში არავის მიუღია. ამ ზამთარს შეშით ვთბებოდი, გაზი არ მიხმარია, რადგან „კარმები“ ბევრს წვავს. შემდეგ ხალხს გადახდა უჭირს“.
ერთ კვირაში გაზაფხულდება. კონფლიქტის ზონაში გათბობისთვის დაპირებულ 200-ლარიანი ვაუჩერების მიღებას ზაფხულში ელიან.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები