სატელეკომუნიკაციო კომპანია მაგთიკომის ერთ-ერთი მფლობელი, გია ჯოხთაბერიძე მიიჩნევს, რომ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაციის მოპოვების საშუალებები, თუმცა ინფორმაციის წაღების მექანიზმი მათ ხელში არ უნდა იყო. ამის შესახებ ჯოხთაბერიძემ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 23 თებერვალს განაცხადა.

”ჩვენ უნდა გვქონდეს ”შტეფსელი”, მაგრამ ადაპტერის გარეშე! ადაპტერი თქვენი საქმეა... ”შტეფსელი” უნდა იყოს და უნდა გითხრათ, რომ აი აქ არის ”შტეფსელი”. თქვენ ”შტეფსელში” თითს წაითლით, შეაერთებთ და ინფორმაციას მაგით მოხსნით თუ გულთმისანს მოიყვანთ და ის წაიკითხავს, ეს ჩემთვის სულ ერთია. რა აპარატურაც გინდათ მიაერთეთ, მოხსენით ნებისმიერი ინფორმაცია - ”შტეფსელი” იქნება, ადაპტერი არ ექნება,” - აღნიშნა მან.

მისი თქმით, მას სურს თავისუფალი იყოს ბიზნესის კუთხით. ბიზნესით, რომელიც ქმნის ბიუჯეტს.

„უკვე გვეყო რა, ჩვენ არ შევიხოცავთ არანაირ თქვენს აპარატურას! მოვა ერთი [ხელისულება] - ლობიანი ხაჭაპური ევასება, მეორეს - ხაჭაპური ევასება, მესამეს - რაღაცა... გზაში ვინ რას მოიგონებს, ჩვენ არ ვიცით! ეს ჩემი საქმე არ არის. გადავიხადე ბიუჯეტში? - იქ „დავასტოპე“ და მორჩა! ყველაფერს კომპანიები, რომლებიც კარგად მუშაობენ, თავის თავზე ვერ აიღებენ!”, - თქვა ჯოხთაბერიძემ, რომელიც ამბობს, რომ მოსმენებთან დაკავშირებით დამატებითი ვალდებულებების აღებას არ გეგმავს.

ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.