Samsung-მა ორი ახალი პროდუქტი წარადგინა - ტაბლეტი S3 და Galaxy Book
სამსუნგი ახალ სმარტფონთან ერთად კიდევ ორ განსხვავებულ პროდუქტს შესთავაზებს მომხმარებლებს. საუბარია ტაბლეტ S3-სა და ინოვაციურ Galaxy Book-ზე.
Galaxy Tab S3 ანდროიდის, ხოლო Galaxy Book - Windows 10-ის სისტემაზე მუშაობს. ეს უკანასკნელი სამსუნგის გადაწყვეტილებით ორი განსხვავებული გაფართოებით გამოვა: 10,6" და 12". მიუხედავად განსხვავებული ოპერატიული სისტემებისა, საერთო მახასიათებლები მრავლადაა: ორივე მათგანს მოჰყვება S pen ანუ სენსორული კალამი და კლავიატურის მიმაგრებაც ორივე შემთხვევაში შესაძლებელია.
Galaxy Tab S3
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სამსუნგის დიზაინერებმა ახალი ტაბლეტის შექმნისას ძალიან მოინდომეს Apple-ს iPad Pro-ს გადაფარვა.
პირველი, რაც ახალ ტაბლეტს ძველისგან განასხვავებს, შუშისა და მეტალის დიზაინია. როგორც მიმომხილველები ამბობენ, დიზაინი მიმზიდველი და კომფორტულია. ახალი ტაბლეტის სისქე მხოლოდ და მხოლოდ 6 მილიმეტრია. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კორპუსის უკანა, შუშის მხარეს ნათითურები ადვილად ემჩნევა.
ახალი ტაბლეტი მკაფიო და სუფთა გამოსახულებას იძლევა. ეკრანზე არაჩვეულებრივად ჩანს როგორც ტექსტი, ასევე ფოტოები.
რაც შეეხება სისტემურ მონაცემებს: ტაბლეტი Qualcomm Snapdragon 820-ის პროცესორზე იმუშავებს. მას 4 GB-ის ოპერატიული მეხსიერება და 32 GB-იანი ტევადობა ექნება, რომლის გაზრდაც 256 GB-მდე იქნება შესაძლებელი დამატებითი მეხსიერების ბარათის ინტეგრირებით. ტაბლეტს 6000 mAh სიმძლავრის ბატარეა აქვს, რომლის დატენვაც USB-C პორტის დახმარებით საკმაოდ სწრაფად შეიძლება.
ტაბლეტის უკანა კამერა 13-მეგაპიქსელიანია, წინა კამერა კი 5-მეგაპიქსელიანი.
Home ღილაკზე ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის ფუნქციაც.
როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ეს ყველაფერი მხოლოდ წინა ვერსიის გაუმჯობესებაა. სინამდვილეში, ახალი ტაბლეტის ნამდვილი სავიზიტო ბარათი მისი სენსორული კალამი და დამხმარე კლავიატურაა.
სენსორული კალმის გამოყენება არა მხოლოდ "სქროლვის" გასამარტივებლად, ან რაიმეს მოსანიშნად არის კომფორტული, არამედ GIF-ების გასაკეთებლად, ჩანახატებისთვის, ჩამქრალ ეკრანზე დასაწერად და ა.შ;
კლავიატურის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის მოწყობილობას მაგნიტური პორტით, Pogo-თი უერთდება. ღილაკები საკმაოდ კომფორტულია და მასზე მუშაობა მხოლოდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
Galaxy Book
ახალი პროდუქტი, რომელსაც სამსუნგმა Galaxy Book უწოდა, ტაბლეტი S3-ის მსგავსია. ამ ორ პროდუქტს შორის მთავარი განსხვავება სისტემურ მონაცემებსა და ფუნქციონირებაშია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Galaxy Book ორი გაფართოებით იარსებებს. ორივე ვერსიას AMOLED ეკრანი ექნება. ის ოდნავ უფრო მძიმე და სქელი იქნება, ვიდრე ტაბლეტი S3.
10,6" Galaxy Book-ს მეშვიდე თაობის 2.6GHz Intel Core m3 dual-core პროცესორი უყენია. აგრეთვე, მას აქვს 4GB-იანი ოპერატიული მეხსიერება, 64 ან 128 GB-იანი მახსოვრობა და 5-მეგაპიქსელიანი წინა კამერა.
ორივე Galaxy Book ინოვაციური სწრაფი მეთოდით იტენება და დამატებითი მეხსიერების ბარათის მხარდაჭერაც გათვალისწინებულია.
თუ თქვენ იყენებთ სამსუნგის ანდროიდის ტელეფონს, ახალი მოწყობილობით სმარტფონის მართვას ადვილად შეძლებთ. დაკავშირების შემდეგ შეგეძლებათ გამოიყენოთ ისეთი თვისებები, როგორებიცაა: თითის ანაბეჭდით დაცვა, მესიჯზე პასუხის მიწერა და შემოსული ზარების კონტროლი.
ჯერჯერობით არ ვიცით, რა ეღირება ახალი პროდუქტები. ფასებს, სავარაუდოდ, Samsung Galaxy S8-ს გამოსვლასთან ერთად მარტში შევიტყობთ.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები