დეკანოზ მამალაძის დაკითხვა დასრულდა, პროკურორი და ადვოკატები დეტალებზე არ საუბრობენ
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, თუმცა მხოლოდ დღეისთვის. 8 საათზე მეტი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა პროკურატურისთვის ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად. ე.წ. მატროსოვის ციხესთან პროკურორმა და მამალაძის ადვოკატებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს, თუმცა დაკითხვის შინაარსობრივ დეტალებზე არ ისაუბრეს.
პროკურორის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ ბრალდებულ მამალაძის მიწოდებული ინფორმაცია საკმაოდ ვრცელია, ყველა შეკითხვის დასმა ვერ მოხერხდა:
"ვერ მოხერხდა ყველა შეკითხვის დასმა. გაგრძელდება დაკითხვა აუცილებლად. საკმაოდ ბევრი შეკითხვა გვაქვს და კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩნდა როდესაც ეს ინფორმაცია მოვისმინეთ. ეს შეკითხვები დაისმება და ბრალდებულსაც მოუწევს ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი."
მისივე თქმით, ვინაიდან არ დასრულებულა ბრალდებულისგან სრულყოფილი ინფორმაციის მიღება ის სამართლებრივ შეფასებას ვერ გააკეთებს:
"სანამ არ დასრულდება სრულყოფილი ინფორმაციის მიღება სრულიად არასერიოზულია ამ ეტაპზე სამართლებრივი შეფასებების გაკეთება."
რაც შეეხება ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებს, მათი განცხადებით, იყო რამდენიმე კითხვა, რომელზეც გიორგი მამალაძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და მათზე პასუხის მისაღებად პროკურატურას მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სთხოვა.
ამასთან არც ადვოკატები საუბრობენ დაკითხვის შინაარსზე, თუმცა ამბობენ, რომ იმედი აქვთ, დეკანოზის მიცემული ჩვენება "რეალურად დააფიქრებს ამ საკითხზე საქართველოს მთავარ პროკურატურას და რეალურად დაიწყებს [პროკურატურა] არა თავდაპირველი ვერსიის, არამედ სხვა ვერსიების განხილვას."
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 27 თებერვალს, დაახლოებით 11 საათზე დაიწყო.
გაიგეთ მეტი: ციანიდის საქმე - მოკლედ,
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვახვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს ხვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვარა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე რა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა გმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა
-
გადახედვამიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ მიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები ო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები
-
გადახედვა"ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა "ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა
-
გადახედვაშსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე
-
გადახედვააქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით ლელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით
-
გადახედვალევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა ლევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს
კომენტარები