ციანიდის საქმის მოწმემ ირაკლი მამალაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში რეაქცია თქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე ამ საქმის არცერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს, ამიტომ "მის წინააღმდეგ ვერანაირი საქმე ვერ შეიკერება".

"ეს მიმოწერა არის მორიგი თვალის ახვევა საზოგადოებისთვის და მორიგი შემოგდებული თემა".

მიტროპოლიტმა პეტრემ დღეს, პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლამდე ტელეკომპანია პირველს სატელეფონო მიმოწერის ფოტომასალა გადასცა. მიმოწერაში ჩანს, რომ უცნობი პირი მიტროპოლიტს ურჩევს პროცესებს გაერიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ყველაფერი მას გადააბრალონ:

"გადაეცი ჩემგან და სთხოვე მაქსიმალურად თავი შეიკავოს, თორემ ისე აწყობენ საქმეს, ყველაფერს მაგას გადააბრალებენ".

მიმოწერაში მიტროპოლიტი პეტრე მას პასუხობს, რომ იგი არ აპირებს პროცესებისგან ჩამოშორებას:

"ეკლესიას ჭირდება მართალი და პრინციპული ადამიანები და არა…"

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე უკვე რამდენიმე საათია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. მანამდე მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ ის დაკითხვაზე მისი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე დაიბარეს.