საქართველოს ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას. მისივე თქმით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანიის მიმართ არ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებები.

„ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ ერევა ხელისუფლება აღნიშნულ პროცესში და რამდენად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს”, - აღნიშნა ქუმისშვილმა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ არხს საბიუჯეტო დავალიანება აქვს, რის შესახებაც საგადასახადო ორგანოები ინფორმირებულები არიან და თანხა განწილადებულია. მისი თქმით, ტელეკომპანიას დავალიანება ყადაღის გამო დაუგროვდა.