ევროპული უსაფრთხოების მომავალი - დისკუსია ვაშინგტონში
კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლის მეორე დღეს, ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში ევროპის უსაფრთხოებისა და მისი მომავლის შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.
რა სივრცე რჩება საქართველოსა და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის მაშინ, როდესაც ევროპის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებში ნაციონალისტური პარტიები მძლავრობენ და არავინ იცის, როგორი იქნება წელს რამდენიმე ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების შედეგები.
ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო მოთმინებით უნდა დაელოდოს იმას, თუ როგორ გამოიკვეთება დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის კონტურები. მსგავსი შეხედულება აქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორ კრისტოფერ ჩივისსაც:
"რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ისეთია, რომ ბევრი რამ სწორედ ახლა უნდა გადაწყდეს. ვიმედოვნებ, საქართველო მოთმინებით დაელოდება იმას, რომ დასავლეთის საგარეო პოლიტიკა უფრო აშკარად გამოიკვეთოს და გასაგები გახდეს კონკრეტული მიმართულებები საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის".
საერთაშორისო პოლიტიკის ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური ყურადღებისა და ფინანსური დახმარების შემცირების რისკი არსებობს, თუმცა ამ ყველაფრის მიმდინარეობას დიდწილად მაინც ის განსაზღვრავს, რამდენად გაგრძელდება საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი.
მეთიუ როჟანსკი, კენანის ინსტიტუტის დირექტორი ფიქრობს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ახლა საერთაშორისო მხარდაჭერის მხრივ შედარებით რთული გარემოა შექმნილი:
"საქართველოსა და უკრაინას გაცილებით ნაკლებად ენთუზიასტურ საერთაშორისო გარემოში უხდებათ ახლა ყოფნა: როცა მათ მიმართ შედარებით ნაკლები პოლიტიკური ყურადღება არსებობს და შედარებით ნაკლები რესურსია ხელმისაწვდომი მათ დასახმარებლად. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ მათი პრობლემები უმნიშვნელოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა დანებდნენ, ეს იმ ხალხის მომავალს ეხება, ვინც იქ ცხოვრობს. ამერიკაში კი ვიმედოვნებთ, რომ ამ ორ ქვეყანაში რეფორმებისა და დემოკრატიული გარდაქმნის მცდელობა გაგრძელდება და ეს პროცესი თავად ქართველებისა და უკრაინელების მიერ იქნება წარმართული".
ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის დირექტორი კურტ ვოკერი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შტატების მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
"ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ ვხედავთ ღიაობასა და იმედს, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს და დაიწყოს თანამშრომლობა იმაზე, რაზეც ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესები გაიყიდება. საქართველო კი ერთგულია მის მიერ არჩეული კურსის, რაც გულისხმობს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, ისევე როგორც ტრანსატლანტიკური საზოგადოების ღირებულებებს".
საერთაშორისო ექსპერტების უმეტესობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველომ არჩეულ გზაზე სიარული უნდა განაგრძოს, განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები და ასევე იზრუნოს დამოუკიდებელი მედია გარემოს შენარჩუნებაზე. ამ შემთხვევაში მისი და მისი უსაფრთხოების მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა გაგრძელდება.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები