ევროკომისარი უარყოფს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფრომაციას
ევროპის კავშირის კომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი უარყოფს, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკების აშენების მოთხოვნას.
ამერიკის ხმის კითხვას ევრო კომისრის ოფისმა წერილობით უპასუხა და აღნიშნა, რომ ლტოლვილთა ბანაკების აშენება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებების ნაწილი არ ყოფილა. მისი თქმით, საქართველომ უვიზო მიმოსვლა დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმის შედეგად მიიღო:
ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება 2013 წელს საქართველოს მთავრობისთვის გადაცემულ სამოქმედო გეგმას. ეს გეგმა რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს, რომელიც ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მიღებამდე უნდა შეასრულოს, ამ კრიტერიუმებს შორისაა კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ევროპის კომისია საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების შემდეგ აკვირდებოდა და ეს პროცესი 2015 წლის დეკემბერში დასრულდა, მაშინ, როცა საქართველომ ეს მოთხოვნები შეასრულა."
კომისრის ოფისი გამორიცხავს ვიზალიბერალიზაციაზე სხვა ფაქტორების გავლენას:
"მხოლოდ და მხოლოდ სამოქმედო გეგმის და მისი კრიტერიუმების შესრულება გახდა იმის საფუძველი, რომ ევროპის კომისიამ საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლება მიანიჭა," - ნათქვამია წერილში.
ევროკომისარს მიგრაციის საკითხებში ამერიკის ხმა მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც რუსულ, და ქართულ მედია საშუალებებში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ მის ტერიტორიაზე სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკები უნდა ააშენოს.
ბანაკების საქართველოში აშენების იდეა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა გერმანულ გაზეთ ბილდთან გააჟღერა. როგორც მოგვიანებით, საქართველოში ავსტრიის ელჩმა ნეტგაზეთთან ინტერვიუში განმარტა, მინისტრმა საქართველო "იდეის დონეზე ახსენა". ევროპის კავშირიც და საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ბანაკების გაშენება მოლაპარაკების ნაწილი არ ყოფილა და არც ერთ ფორმალურ შეხვედრაზე არ განხილულა.
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები