ვიდეო: Game Of Thrones მეშვიდე სეზონის პირველი თიზერი და მინიშნებები
სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონზე უკვე ბევრი რამ ვიცით, მაგალითად ის, რომ მეშვიდე სეზონის პრემიერამდე Reddit-ის ერთ-ერთმა იუზერმა Game of Thrones-ის ახალი სეზონის ყველა მომავალი სერიის მოკლე შინაარსი დადო, მოგვიანებით კი ფოტო სპოილერებიც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ეურონ გრეიჯოი იქნება.
ვნახეთ ისიც, რომ ახალ სეზონში ერთმანეთს ჯონ სნოუ და დაენერის ტარგარიენი ხვდებიან. სავარაუდოდ, ისინი ერთმანეთს ალიანსის შესაქმნელად შეხვდნენ. ამ კავშირის მიზანი კი, ცხადია, ახლად გამეფებული სერსეი ლანისტერის ტახტიდან ჩამოგდებაა.
თუმცა ეს საკმაოდ რთული საქმე იქნება, რადგან ლინა ჰიდიმ სერსეი ლანისტერის ბედზე ისაუბრა და თქვა, რომ სერსეი აუცილებლად გააკეთებს იმას, რაც მას დასჭირდება იმისთვის, რომ დარჩეს ძლიერ და ძალაუფლების მქონე პერსონაჟად.
თავად ავტორი, ჯორჯ მარტინი კი გვაფრთხილებს, რომ ბედნიერი დასასრულის იმედი არ უნდა გვქონდეს.
რაც შეეხება ახალ ამბებს, სულ ცოტა ხნის წინ საკულტო სერიალის მეშვიდე სეზონის პირველი თიზერი გამოვიდა.
ხმალი, რომელსაც კადრში ვხედავთ სტარკების სახლის საკუთრებაა, რომელიც ხელში ტაივინ ლანისტერმა ჩაიგდო, გადაადნო და ორი ხმალი გამოჭედა, ერთი, მცირე ზომის ჯოფრის მისცა და მეორე ჯეიმის, რომელმაც ხმალი ბრიენას გადასცა. მეექვსე სეზონში ბრიენა ცდილობდა ხმალი ჯეიმისთვის დაებრუნებინა, რადგან მან მთავარი მისია შეასრულა და სოფია ტერნერის პერსონაჟი სანსა უსაფრთხოდ მიიყვანა სახლში, თუმცა ჯეიმიმ ხმალი არ გამოართვა და უთხრა, რომ ის მას ეკუთვნოდა.
საინტერესოა, ვის ეჭირა ეს ხმალი მეშვიდე სეზონის პირველ ტიზერში?
წესით და რიგით ხმალი კვლავ ბრიენასთან არის, თუმცა ვიდეოში აშკარად ჩანს რომ ეს მისი ხელი ნამდვილად არ არის.
შესაძლოა თუ არა ვივარაუდოთ, რომ ბრიენა მოკლეს და ხმალი ისე წაართვეს? თუ მას არ უჭირავს, რა თქმა უნდა, ეს სრულიად დასაშვები იქნება. სამეფო კარის თამაშებში ყველაფერი ნებადართულია.
მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ჯორჯ მარტინის წიგნს, სადაც ვკითხულობთ, რომ ბრიენა მკვდრეთით აღმდგარმა კეტლინ სტარკმა გამოასალმა სიცოცხლეს.
საინტერესოა, თუ ეს არ არის ბრიენას ხელი, მაშინ ვის უჭირავს ხმალი?
შესაძლოა თუ არა ეს იყოს ჯეიმი ლანისტერი?
სავარაუდოდ არა, რადგან თიზერისგან განსხვავებით მისი ხელები დაჭორფლილი არ არის.
ბევრი ძიება რომ არ დავიწყოთ და ყველა მსახიობის ხელს არ დავაკვირდეთ, გეტყვით რომ თიზერთან ყველაზე ახლოს ჯორა მორმონტის ვერსიაა.
საინტერესოა როგორ მოხვდა (თუ ეს ნამდვილად ასეა) ხმალი მის ხელში? ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ზაფხულს და გავიგოთ როგორ გაგრძელდება ბრძოლა რკინის ტახტისთვის.
ბონუსად კი კიდევ ერთი თიზერი, სადაც რკინის ტახტზე აღზევებული სერსეი ლანისტერი ჩანს.
მეშვიდე სეზონი ზაფხულში, 25 ივნისს გამოვა და ტრადიციული 10 სერიის ნაცვლად ამჯერად 7 ეპიზოდისგან შედგება.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები