რას აკეთებენ ქალები მაშინ, როცა კაცები ომობენ? - "გათვლა" თეატრის სცენაზე
სპექტაკლი "გათვლა", რომელიც თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების მცირე რომანს ეფუძნება, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში 9 აპრილს გათამაშდება. როგორც რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი ამბობს, ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს წარმოდგენა იქნება ერთგვარი "ქალთა მანიფესტი, ქალების თვალით დანახული ომის შესახებ".
რას აკეთებენ ქალები მაშინ, როცა კაცები ომობენ? რა ხდება მათ თავს? - სწორედ ამ კითხვებზე პასუხი იქნება სპექტაკლის ძირითადი სათქმელი.
რეჟისორი On.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს, რომ სპექტაკლი, რომელიც რომანის სიუჟეტს მაქსიმალურად მიჰყვება, მოგვითხრობს ორ ცამეტი წლის გოგოზე, მათ ფუნქციაზე, როლსა და ცხოვრებაზე.
სიუჟეტში, რომელიც სამი დღის განმავლობაში ვითარდება, მაყურებელი დაინახავს, თუ რა ამბები შეიძლება გადახდეთ ცამეტი წლის გოგოებს, როცა მათ დასახლებაში ომია:
"თუკი ჩვენ ვიცნობთ პირადი გამოცდილებიდან, ისტორიიდან, ან მედიიდან, თუ რა ხდება ომის დროს, ამ ყველაფერს ვიცნობთ კაცების ჭრილში, ნაკლებად ვიცით ამ დროს ქალების ფუნქცია. ამიტომ არის საინტერესო ჩემთვის ეს მასალა, თუ როგორ ცხოვრობენ ამ მოცემულობაში, ომის დროს, ყველაზე მივიწყებული ადამიანები".
სპექტაკლში, ისევე როგორც წიგნში, არ იქნება განსაზღვრული კონფლიქტის დრო და ადგილი, არც ის, რეალური ისტორიაა თუ არა:
"თამთა არ უზღუდავს მკითხველს და არ კარნახობს კალენდარს, თუ რომელი ისტორიული ეპოქაა და სად ხდება. ზუსტად ეს არის ის, რითიც ეს დადგმა მოგვცემს საშუალებას, თემა განვაზოგადოთ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ესაა საქართველო ან სირია".
სპექტაკლი ერთმოქმედებიანი იქნება და დაახლოებით 70 წუთს გაგრძელდება. ყოველგვარი ტრადიციული თეატრალურობისა და ამაღლებული სცენის გარეშე, მსახიობები მაყურებელთან ერთად, ერთ სივრცეში გაითამაშებენ ამბავს:
"იქნება ახლებური თეატრი, ჩვენ ვიწვევთ მაყურებელს სპექტაკლზე და ვთავაზობთ, რომ ერთად ვითამაშოთ ომობანა".
"ვარდისფერ ფერებში, პრინცესულ სამყაროში, აი ამ სამყაროში დავატრიალებთ ჩვენ ომს", - ამბობს რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი და სცენოგრაფიას აღწერს: "ვცდილობთ, შევქმნათ ვარდისფერი ფასადი, ზუსტად იქედან გამომდინარე, თუ როგორ ხედავს ბაზარი გოგოებს, კომერციული თვალსაზრისით".
სპექტაკლის ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, დადგმის კონცეფციიდან გამომდინარე. მაყურებელი სპექტაკლამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგებს, თუ სად უნდა მივიდეს მის სანახავად.
რაც შეეხება მუსიკას, გამოყენებული იქნება ერეკლე დეისაძის რამდენიმე სიმღერა, მათ შორის უშუალოდ სპექტაკლისთვის დაწერილი ორიგინალური მასალა:
"არის ერთ-ერთი სცენა "გათვლაში", რომელიც ფაქტობრივად ტექსტუალურად დაემთხვა ერეკლეს ერთ-ერთი სიმღერის ტექსტს, ეს იყო პირველი ასოციაცია, რომლითაც დავაკავშირე".
სპექტაკლში მთავარ როლებს შეასრულებენ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, ანიკო ცეცხლაძე და თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ეკა დემეტრაძე.
რეჟისორის თქმით, რომანში ბევრი პერსონაჟი კაცია, თუმცა სპექტაკლში სცენა მხოლოდ ქალებს დაეთმობა.
გურამ მაცხონაშვილისთვის, "გათვლა" რიგით მეხუთე სპექტაკლი იქნება. მისივე რეჟისორობით დაიდგა "ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს", რომელიც ემიგრანტებს, ჩაგვრას, ოჯახში ძალადობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სხვა სოციალურ თემებს ეხება. ასევე, სპექტაკლი "13 თიბათვისა", თბილისში მომხდარი წყალდიდობის შესახებ, საერთაშორისო თეატრალური ექსპერიმენტი 8 სეანსი და მეოთხე, საბავშვო დადგმა "უფრო რაღაცნაირი ვინი პუჰი".
9 აპრილს, სპექტაკლ "გათვლაზე", მხოლოდ 18 წელს ზემოთ პირები დაიშვებიან. საქართველოში იგი პირველად დაიდგმება. თამთა მელაშვილის მცირე რომანი ითარგმნა და დაიდგა გერმანიაში უკვე სამჯერ, ახლა კი, პარალელურად იდგმება შვეიცარიაში.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები