პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსტიტუციის "სახალხო განხილვა" დღეს იწყება
დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს კონსტიტუციის "სახალხო განხილვა" იწყება. შეხვედრა 15 საათზე იწყება. შეხვედრას არ დაესწრებიან საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების დეპუტატები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივით, პრეზიდენტი უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და უპატივცემულობას გამოხატავს ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ.
ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრეზიდენტის უპასუხისმგებლობა გამოიხატება შემდეგი გარემოებებით:
- პრეზიდენტმა სხდომა იმ დროს დანიშნა, როცა საკონსტიტუციო კომისიის 34 დეპუტატი და პარლამენტის თავმჯდომარე თავიანთი უშუალო უფლებამოსილება უნდა შეასრულონ;
- საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, პრეზიდენტს კი, უფლება აქვს მხოლოდ მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტს აღნიშნული განხილვის ორგანიზებაში;
- კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ ამით პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს "უწესებს აკრძალვას საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს".
საპარლამენტო უმცირესობის - მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წარმომდგენელი, ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.
"მათ ამოძრავებთ ის პოლიტიკური დავალება და ნება, რაც მომდინარეობს ბიძინა ივანიშვილისგან - ყველა თანამდებობის პირი ემორჩილებოდეს მათ," - აღნიშნავს აბესაძე.
73-წევრიან საკონსტიტუციო კომისიაში, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა არ მონაწილეობს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომდგენელი. გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ კომისიის შექმნის წესი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და მასში მეტი აქცენტია ერთპიროვნულ და ერთპარტიული გადაწყვეტილებები მიღებაზე.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები