ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის სასჯელი დაუმძიმა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს, რომლის სააპელაციო საჩივარსაც იხილავდა სასამართლო.
"გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში მსჯავრდებულს, მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი-ოღლის დაუმძიმა სასჯელი და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა" - აცხადებს პროკურატურა.
2016 წლის 26 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო რაშიდ კანჯი ოღლი, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელის ზომას და უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14:15 საათზე, გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი ოპელ-ასტრას მოდელის ავტომანქანით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები ლ.ა. და რ.ქ. მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ ახლობლის დაკრძალვისთვის შეძენილი პროდუქტის გადატანა.
მათი დახმარების მიზნით გიგა ოთხოზორია მდინარე ხაიაზე არსებული ხიდით ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაემართა, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რათა მის ნაცნობებს პროდუქტის გადატანაში დახმარებოდნენ.
საუბარში ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის არაკანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ, მათ შორის ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი. საუბარი შელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიისკენ გაემართა.
მას მუქარით, უკან დაედევნენ აფხაზეთის არაკანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რაშიდ კანჯი-ოღლი. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, უკვე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიაზე რაშიდ კანჯი-ოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, ხოლო კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პროკურატურის ცნობით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შემთხვევის ადგილიდან მოხდა ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება, დაიკითხა 36 მოწმე, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური-ტრასოლოგიური, ბიოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზა, კომპლექსური-ბალისტიკური, ბიოლოგიური ექსპერტიზა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე გამოძიების ფარგლებში ამოღებული და გაშიფრული იქნა ვიდეოფირები, რომელზეც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა.
პროკურატურამ რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალდება 21 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოტანილი იქნა დადგენილება ძებნის თაობაზე.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლი დაუსწრებლად, სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები