385 მილიონი წლის წინათ, თევზები ხმელეთზე მხედველობამ ამოიყვანა და არა კიდურებმა
ახალი კვლევის მიხედვით, წყალში მცხოვრები ჩვენი წინაპრები მიწაზე თვალების ძალამ ამოიყვანა და არა კიდურებმა, რითაც მათ წყლიდან ხმელეთზე მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთეს. ნიანგის მსგავსმა ცხოველებმა პირველად ადვილი საკვები ხმელეთზე დაინახეს და კიდურები შემდეგ განუვითარდათ, რამაც საშუალება მისცათ ხმელეთზე ამოსულიყვნენ.
ნეირომეცნიერმა და ინჟინერმა მალკომ ა. მაკლვერმა და ბიოლოგმა და პალეონტოლოგმა ლარს შმიცმა ნამარხები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ თვალები ზომაში მანამდე (და არა შემდეგ) თითქმის გასამმაგდა, სანამ წყლიდან ხმელეთზე ამოვიდოდნენ.
გასამმაგება დაემთხვა თვალების ადგილმდებარეობის წანაცვლებას: თავის გვერდების ნაცვლად, თავის მაღლა გაჩნდა. ჰაერში ხედვის გაფართოებული დიაპაზონის გამო, ხმელეთზე მცხოვრებ ადრეულ ხერხემლიანებს დიდი ტვინები განუვითარდათ და დაგეგმვის უნარი მიეცათ, თევზებისგან განსხვავებით, რომლებიც მარტივად რეაგირებენ.
„რატომ ამოვედით ხმელეთზე 385 მილიონი წლის წინათ? ჩვენ პირველები ვართ, ვინც ფიქრობს, რომ მხედველობას რაღაცა როლი აქვს ამაში“, ამბობს მაკლვერი, ბიომედიცინური ინჟინერიისა და მექანიკური ინჟინერიის პროფესორი.
„ჩვენ უზარმაზარი ზრდა დავინახეთ ხერხემლიანების ვიზუალურ შესაძლებლობებში წყლიდან ხმელეთამდე ტრანზიციამდე. ჩვენი ჰიპოთეზა ის არის, რომ ეს იყო გამოუყენებელი უხვი საჭმლის დანახვა, რამაც წარმართა ევოლუცია იმისაკენ, რომ ფარფლებიდან კიდურები წარმოქმნილიყო“, ამბობს მაკლვერი. უხერხემლოები მიწაზე 50 მილიონი წლით ადრე ამოვიდნენ, ვიდრე ჩვენი ხერხემლიანი წინაპრები, რომლებმაც ეს ცვლილება განიცადეს.
თვალების გაზრდა შესამჩნევი იყო. თვალების წყლის ხაზიდან ამოყოფით თევზებს ჰაერში 70-ჯერ უფრო შორს შეეძლოთ გახედვა, ვიდრე წყალში. თვალის ზომის სამჯერ გაზრდით, ცხოველის ვიზუალურად კონტროლირებადი სივრცე მილიონჯერ გაიზარდა. ეს მოხდა მილიონობით წლით ადრე, სანამ სრულად ჩამოყალიბებული ხმელეთის ცხოველი იარსებებდა.
„უფრო დიდი თვალები წყალში თითქმის უსარგებლოა, რადგან მხედველობა ძალიან შეზღუდულია და რთულია იმის გარჩევა, რა არის ცხოველის წინ“, ამბობს შმიცი, ბიოლოგიის პროფესორი.
„მაგრამ უფრო დიდი თვალები ძალიან გამოსადეგია, როცა ჰაერში იყურები. ევოლუციაში, ხშირად ყველაფერი კომპრომისზე დადის. ღირს კი მეტაბოლური საფასურის გადახდა თვალების გადიდების სანაცვლოდ? რა არის ამ ყველაფრის მიზანი? ჩვენი აზრით, მიზანი ის იყო, რომ მოეძებნათ პოტენციური მსხვერპლი მიწაზე“, ამატებს შმიცი.
ცხოველთა ერთი ჯგუფი, რომელიც ხმელეთზე ამოვიდა, უკან ჩავიდა წყალში და მათი თვალები უფრო პატარა ზომის გახდა.
სავარაუდოდ, ვიზუალურ შესაძლებლობების მასობრივმა ზრდამ შეუწყო ხელი ადრეულ კიდურებიან ცხოველებში აზროვნების განვითარებას. ეს ცხოველები აღარ იყვნენ იძულებულები, რომ წამის მეათასედებში ჰქონოდათ რეაქცია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წყალში, სადაც მხედველობა შეზღუდულია.
კვლევა 7 მარტს ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS)-ში გამოქვეყნდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები