საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორი ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ (მიხეილ) ფოფხაძე იქნება. შესაბამისი ცვლილებების ასასახად საჯარო რეესტრს მან თავად მიმართა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის გადაწყვეტილება წარუდგინა. გადაწყვეტილება 10 მარტით თარიღდება.

საჯარო რეესტრში ცვლილებები ჯერ არ ასახულა.

მიხეილ ფოფხაძემ ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, იგივე პაატა ცაავა შეცვალა.

ფოტო: საქართველოს მართლამდიდებლური ეკლესიის საპატრიარქო