ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ ბათუმში სიტუაციის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს
მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ბათუმში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში ატარებს:
"ხელისუფლების პოლიტიკის გამო შემცირდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ პატივისცემა და პატრულის მიმართ ნდობა. ხელისუფლება სხვადასხვა ჯგუფებს კონკრეტული მიზნების მისაღწევად იყენებს და ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი აქტიური მონაწილეთა ჯგუფი ამ ბუნტში იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ფანჯრებთან ატარებდნენ აქციებს და ჰქონდათ მათზე ზეწოლის მცდელობა".
კაპანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გუშინდელი რეაგირება დაგვიანებული იყო:
"ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან დაგვიანებული რეაქცია როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. საათების განმავლობაში უკონტროლო პროცესები მიდიოდა ისე, რომ სათანადო რეაგირება არ ყოფილა. იმედი გვაქვს, მოხდება ისეთი ტიპის რეაგირება, რათა აღარ განმეორდეს მსგავსი არეულობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ვანდალიზმი, რომელიც გუშინ განხორციელდა, როგორც პოლიციის მანქანების, ისე ქალქის ინფრასტრუქტურის მიმართ იყოს გამოძიებული და ჩამდენი პირები იყვნენ დასჯილი. ერთია სამართლიანი პროტესტი, რომელსაც გამოხატავდა იქ მყოფი რამდენიმე ათეული ადამიანი კონკრეტული ფაქტების გამო და მეორე ვანდალობა, რომელიც არ შეიძლება, რომ არ იყოს გამოვლენილი და დასჯილი".
კაპანაძე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სიტუაციის დრამატიზება და პოლიტიზირება:
"არავის ინტერესში არ უნდა იყოს ბათუმში ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. გუშინ რაც მოხდა იყო უპრეცენდენტო შემთხვევა ბოლო წლების საქართველოს ისტორიაში და იმედი გვაქვს, რომ მსაგვსი რამ აღარასოდეს განმეორდება".
კაპანაძე დასძენს, რომ ბათუმში განვითარებული პროცესების პოლიტიკური ოპონენტებისთვის გადაბრალება "ხელისუფლების ცდუნებაა":
"ვინც დამნაშავეა დაისაჯოს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან იმიტომ, რომ გუშინ არ იკვეთებოდა დანაშაული მხოლოდ ერთი მხრიდან".
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბათუმში სიტუაცია კონტროლის ექვემდებარება და დაკავებულია 40-მდე პირი.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები