დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ბათუმში პოლიციამ ის ევროპული სტანდარტი აჩვენა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მიჩვეულნი არ იყვნენ.

მან პოლიციის ქმედება შეადარა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს, როდესაც საპროტესტო აქცია ძალის გადამეტებით დაშალა პოლიციამ:

"პოლიციამ ალყაში მოაქცია მომიტინგეები და გააკეთა ის, რაც კი არ უქნია საბჭოთა კავშირს 9 აპრილს".