TI: სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში პრემია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემოდა
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ 2016 წელს გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, ასევე სატელეფონო კომუნიკაციების, მივლინებებისა და საწვავის შესაძენად გაწეულ ხარჯებზე, ანგარიშს აქვეყნებს.
მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევს, რომ დაუშვებელია პრემიის გაცემა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით. პრემია უნდა გაიცეს მხოლოდ მოხელის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულებისთვის.
შრომის ანაზღაურება
2016 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის ათ მუნიციპალიტეტში სახელფასო ანაზღაურების სახით ჯამში 20 188 742 ლარი გაიცა, მათ შორის გამგეობებში/მერიებში - 14 907 688 ლარი, საკრებულოებში კი 5 281 054 ლარი.
რაც შეეხება პრემიას, სახელფასო დანამატსა და ჯილდოს, 2016 წელს ჯამში 3 736 613 ლარი გაიცა, მათ შორის გამგეობებსა და მერიებში 2 798 532 ლარი, საკრებულოებში კი 938 081 ლარი.
TI-ის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში ხშირ შემთხვევაში პრემია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემა, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს მხოლოდ ერთ სამართლებრივ აქტს, სადაც დასაბუთებული არ არის საჯარო მოხელეთა ფინანსური წახალისების კონკრეტული საფუძველი.
ანგარიშში გამოიკვეთა გამონაკლისი შემთხვევებიც. კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში "შრომატევადი, ნაყოფიერი, წარმატებული სამუშაოსა და საპასუხისმგებლო დატვირთვისთვის" პრემია სხვადასხვა პერიოდში გაიცა რამდენიმე თანამშრომელზე; მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრემია გაიცა მხოლოდ ერთ თანამშრომელზე "ზეგანაკვეთური შრომისა და სამსახურეობრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებისათვის", ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ზოგიერთ თანამშრომელზე გაიცა პრემია "სამსახურებივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის".
2016 წელს გამგეობებსა და მერიებს შორის ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაიცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში - 771 825 ლარის ოდენობით, ყველაზე ნაკლები კი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 52 850 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება საკრებულოებს ყველაზე დიდი მოცულობით პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა თემი ზუგდიდის საკრებულოში - 201 445 ლარის ოდენობით, ყველაზე ნაკლები კი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 840 ლარის ოდენობით.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრემია გაიცა მხოლოდ ერთხელ, ერთ თანამშრომელზე 840 ლარის ოდენობით, პრემია ასევე ერთხელ გაიცა წალენჯიხის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე 11 310 ლარის ოდენობით, მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის.
2016 წელს, პრემია და სახელფასო დანამატი არ აუღიათ აბაშის მუნიციპალიტეტის მოქმედ გამგებელს მამუკა კვიტაშვილს, აბაშის საკრებულოს თავმჯდომარეს პაატა ქურდოვანიძეს, წალენჯიხის ყოფილ გამგებელს გოგა გულორდავას და წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიას.
საწვავი
2016 წელს რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების მიერ 927 103 ლარის ღირებულოების 707 125 ლიტრი წასვავი (ბენზინი,დიზელი) იქნა გახარჯული, მათ შორის გამგეობების/მერიების მიერ 545 439 ლარის ღირებულების 443 681 ლიტრი საწვავი, საკრებულოების მიერ კი - 381 664 ლარის ღირებულების 263 444 ლიტრი საწვავი.
გამგებელების/მერებისა და საკრებულოების თავმჯდომარეებისათვის განსაზღვრული საწვავის ლიმიტი ერთ თვეზე 500 დან 1000 ლიტრამდე მერყეობს - ერთ თვეზე საწვავის 1000 ლიტრიანი ლიმიტით სარგებლობს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, 900 ლიტრიანი ლიმიტით სარგებლობს წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, 800 ლიტრიანით კი სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე.
აღსანიშნავია, რომ მესტიის გამგეობის მიერ მესტიისა და ზემო სვანეთის მეუფისთვის 2016 წელს 3600 ლიტრი საწვავი იქნა შესყიდული, რომლის ღირებულებამაც 5004 ლარი შეადგინა.
სატელეკომუნკაციო ხარჯები
სამეგრელო-ზემო სვანეთში მუნიციპალიტეტებმა სატელეფონო კომუნკაციაზე 2016 წელს ჯამში 198 573 ლარი გახარჯეს, მათ შორის გამგეობებმა/მერიებმა 146 315 ლარი, საკრებულოებმა კი 52 259 ლარი დახარჯეს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები