პროექტი, რომელიც სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციას შეუწყობს ხელს
საქართველოს უნივერსიტეტში ახალი პროექტის პრეზენტაცია შედგა, რომელიც უნივერსიტეტსა და ზოგადად ქვეყანაში სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციას შეუწყობს ხელს - საქართველოს უნივერსიტეტმა ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი დააფუძნა.
ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი (ტტც), ღია ინოვაციების პრინციპზე დაყრდნობით იმუშავებს. ის უზრუნველყოფს ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის ქართველ მეცნიერებთან დაკავშირებას, კონკრეტული სამეცნიერო ტექნოლოგიური პროექტების და პროცესების წარმოებისათვის.
ცენტრი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განახორციელებს ქართველი მეცნიერების აღმოჩენების კომერციალიზაციას. ტტც აქტიურად ითანამშრომლებს ინოვაციების კომერციალიზაციის ხელშეწყობის ისეთ საერთაშორისო სისტემებთან, როგორიცაა: Nine Sigma, Yet2.com, Innocentive. აღნიშნული სისტემები, თავის მხრივ, ახორციელებენ მეცნიერებისათვის დაკვეთების გენერაციას მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისაგან: P&G, Philips, Uniliver, Simens Electrolux, GlaxoSmithKline.
ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს ქართულ ბინზესთან და გააანალიზებს მათ საჭიროებებს კვლევების და ინოვაციების მიმართულებით, რის შემდეგაც ქართველი მეცნიერების და ტექნოლოგიური სპეციალისტების თანამონაწილეობით აღნიშნული საჭიროებებისათვის ინოვაციურ პროდუქტს, პროცესს თუ სერვისს შექმნის. კომერციალიზაციის პროცესში, ცენტრი ხელს შეუწყობს მეცნიერების და ბიზნეს მიმართულების სტუდენტების ურთიერთქმედებას ახალი Start-up პროექტების გასაჩენად.
ტტც ხელს შეუწყობს კონსულტირებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებითაც. ბიზნესის დაინტერესების შემთხვევაში, ტტც უზრუნველყოფს მეცნიერული ინოვაციის პირველადი პროტოტიპირებისათვის და გამოცდებისათვის ინფრასტრუქტურის მოძიებას.
ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრს უკვე დაწყებული აქვს ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა და იმ პრობლემების თუ საჭიროებების იდენტიფიცირება, რომელიც შესაძლებელია გაუმჯობესდეს ქართველი მეცნიერების მონაწილეობით. პროცესი სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სექტორში მიმდინარეობს.
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები