ხალიფატის ახალი ვიდეო ქართველების მონაწილეობით
ისლამური სახელმწიფოს ქართულ ვებსაიტზე დღეს, 22 თებერვალს გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ხალიფატის ქართველები საუბრობენ სირიაში დაღუპულ ქართველ თანამებრძოლ ტერორისტებზე. ვიდეოში, რომელიც რუსულ ვიდეო პორტალზეა ატვირთული, ტერორისტული დაჯგუფების ქართველი მებრძოლები ჰყვებიან როგორ ჩავიდნენ სირიაში და როგორ შეფიცეს ერთგულება ე.წ. ხალიფატის ლიდერ აბუ ბაქარ ალ-ბაღდათს. მათი განცხადებით, ისინი შარიათის კანონების გავრცელებისთვის იბრძვიან და იღუპებიან.
ერთ-ერთი მათგანი თანამებრძოლ აბუ მარიამზე, იგივე ხვიჩა გობაძეზე ჰყვება, რომ იგი მათი ამირი და მასწავლებელი იყო აჭარაში. ვიდეოში ჩანს საქართველოში გადაღებული კადრები, თუ როგორ ლოცულობს ხვიჩა გობაძესთან ერთად რამდენიმე მამაკაცი.
"ის იყო ჩვენი მასწავლებელი და ყოველთვის უნდოდა ალაჰის გზაზე ბრძოლა, რადგან როგორც მოჯაჰიდები ამბობენ, ისლამი არის ხე, რომელსაც თუ ჩვენ სისხლი არდ ავუსხით, გახმება", - ჰყვება ისლამური სახელმწიფოს ქართველი მებრძოლი.
ვიდეოში ერთ-ერთი ქართველი ჯიჰადისტი იხსენებს, თუ როგორ დაიჭრა სირიაში, შემდეგ როგორ გადავიდა თურქეთში სამკურნალოდ, საიდანაც საქართველოში გამოაძევეს, თუმცა, როგორც მონაყოლიდან ჩანს, ის საქართველოში თავისუფლად გადაადგილდებოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ დაბრუნდა სირიაში საბრძოლველად.
"ამ დროს აბდულ-ჰა ბა იყო პანკისში, ის მოვიდა ჩემთან და მკითხა, როგორ წასულიყო სირიაში. ამის შემდეგ ერთად მოვხვდით ბრძოლაში",-ჰყვება ISIS-ის ქართველი მებრძოლი.
ვიდეო ასახავს ISIS-ის ქართველი მებრძოლების სირიაში ყოფნის დამადასტურებელ ფოტო და ვიდეო კადრებს. ზოგიერთ ფოტოზე ტერორისტები ბავშვებთან ერთად არიან ასახულები. იგი ტერორისტული ორგანიზაციის მედიაცენტრ Furat-ის მიერაა მომზადებული.
2015 წლის დეკემბერში პენტაგონმა განცხადება გააკეთა, რომ ნოემბრის თვეში დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამი ლიდერი მოკლეს. დასახელებულ ტერორისტებს შორის იყო აბუ მარიამი, იგივე ხვიშა გობაძე, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ფულის გამოძალვის ქსელს ხელმძღვანელობდა.
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები