NGO-ების რეკომენდაციები არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საკუთარ მოსაზრებებს წარადგენენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე.
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი ვერსიით, უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, თუმცა პროპორციულობა პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მის მიერ პარლამენტში მოპოვებულ მანდატებს შორის უზრუნველყოფილი არ იქნება.
ცვლილების მიხედვით, პოლიტიკური პარტიები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო ბლოკებად ვერ გაერთიანდებიან, ხოლო საქართველოს ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ვერ აირჩევს.
საარჩევნო სისტემა და მანდატების გადანაწილების წესი:
შემოთავაზებული ვერსიით, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, რასაც NGO-ები დადებითად აფასებენ, თუმცა, დისპროპორციულად მიიჩნევენ ვერსიას, რომელიც ითვალისწინებს ასევე გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიისთვის მინიჭებას. გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა შეიძლება მთლიანი მანდატების 10%-ს ან მეტსაც შეადგენდეს:
"ამ მანდატების მთლიანად ერთი პარტიისთვის მიკუთვნება არსებითად გაზრდის პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის დისპროპორციას. აღსანიშნავია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნა იმიტომ დადგა დღის წესრიგში, რომ ის ამომრჩეველთა ხმებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულ მანდატებს შორის დისპროპორციას წარმოქმნის.
მოტივაცია, რომ საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს სტაბილურობა გასაგებია, მაგრამ მსგავსი მეთოდით აღნიშნული მიზნის მიღწევა უსამართლო და გაუმართლებელია. სისტემის შეცვლას აზრი ეკარგება, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებშიც კი, მანდატების გადანაწილების არსებითად უსამართლო და არაპროპორციულ შედეგს მივიღებთ. მიგვაჩნია, რომ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, გაუნაწილებელი მანდატები პარტიებს შორის უნდა გადანაწილდეს მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად".
პრეზიდენტის არჩევის წესი:
შემოთავაზებული ვერსიით, უქმდება საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი და ის არაპირდაპირ, პარლამენტის მიერ აირჩევა.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დემოკრატიის განვითარებისა და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული:
"პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება არ წარმოადგენს საპარლამენტო მოდელიდან გამომდინარე აუცილებლობას, რადგან საპარლამენტო მმართველობის მქონე ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც, მიუხედავად შეზღუდული უფლებამოსილებებისა, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა.
იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოხდება პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ შეეხოს მომდევნო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და ძალაში შევიდეს 2023 წელს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება პოლიტიკური დატვირთვისგან გათავისუფლდეს და კონკრეტულ პიროვნებების გამო მიღებულად არ იყოს აღქმული.
მისასალმებელია, რომ მსგავსი პოზიცია უმრავლესობის მხრიდანაც გამოითქვა, თუმცა კატეგორიულად მიუღებელია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ის განცხადებები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის არჩევის წესის სავარაუდო ცვლილების ძალაში შესვლა შესაძლოა დამოკიდებული იყოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ ამა თუ იმ პოზიციაზე.
მსგავსი განცხადებები ხელს უშლის კონსტრუქციულ დისკუსიას და მხოლოდ ამყარებს ეჭვებს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი ცვლილების ინიციატივა მოქმედი პრეზიდენტისადმი პირადი დამოკიდებულებებიდან გამომდინარეობს".
ბლოკების გაუქმება:
მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების გაუქმებას, რის არგუმენტადაც მოყვანილია პარტიების განვითარების და გაძლიერების აუცილებლობა.
სამივე NGO აცხადებს, რომ რომ აღნიშნული ცვლილება არამიზანშეწონილია და თუნდაც ის მომდევნო არჩევნებისთვის არ ამოქმედდეს, ზედმეტად რადიკალურ ზომას წარმოადგენს:
"განსაკუთრებულად მიუღებელი იქნება ეს ნაბიჯი, თუ შენარჩუნდება 5%-იანი ბარიერი და დამტკიცდება მანდატების განაწილების შემოთავაზებული წესი.
აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტეს შემთხვევებში საარჩევნო ბლოკების შექმნა მხოლოდ ფინანსური ან სხვა მატერიალური და არამატერიალური სარგებლის მიღებით არის გამოწვეული, რაც ცალსახად უარყოფითი ფაქტია. აღნიშნული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად და არალეგიტიმური მანიპულაციების გამოსარიცხად, უმჯობესია, ცვლილებები განხორციელდეს შესაბამის კანონმდებლობაში.
ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ ერთი მხრივ პარტიები ორიენტირებული არ იქნებიან ბლოკის შექმნაზე ფინანსური სარგებლის ინტერესით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პარტიების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და მეორე მხრივ, თუ პარტიები გადაწყვეტენ მაინც შექმნან ბლოკი, ეს გამოწვეული იქნება მხოლოდ პოლიტიკური და არჩევნებში გამარჯვების ინტერესით. ასეთ შემთხვევაში კი, საარჩევნო ბლოკის შექმნა გამართლებულია".
საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრა:
წარმოდგენილი ვერსიით შემოთავაზებულია არჩევნების ფიქსირებული თარიღი, კერძოდ, პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის პირველი კვირა დღე.
NGO-ები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულის მიზანი შეიძლება იყოს მომავალში იმ გაუგებრობის თავიდან აცილება, რაც გამოწვეული იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისას:
"თარიღის დაკონკრეტება პრობლემად არ მიგვაჩნია, თუმცა არც აუცილებლობას არ წარმოადგენს ერთ შემთხვევაში მომხდარი გაუგებრობის გამო.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის პირველ კვირაში არჩევნების დანიშვნა შესაძლებლობას არ აძლევს პოლიტიკურ პარტიებს სრულფასოვნად აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია, ვინაიდან საარჩევნო კამპანიის დროის უმეტესი ნაწილი ემთხვევა ზაფხულის პერიოდს, როდესაც ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ისვენებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს მსჯელობის გამართვა არჩევნების გაზაფხულზე გადატანის შესახებ".
NGO-ები მიმართავენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს მხარი დაუჭირონ:
- არსებული საარჩევნო სისტემის პროპორციული მოდელით ჩანაცვლებას, მათ შორის გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად გადანაწილებას, რათა თავიდან იქნას აცილებული არსებითად უსამართლო და არაპროპორციული შედეგი;
- საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას;
- პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესის შენარჩუნებას, როგორც მინიმუმ მომდევნო, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
კომენტარები