პოპულისტი პოლიტიკოსების მარცხი ნიდერლანდებში გამართულ არჩევნებზე
ნიდერლანდებში, 15 მარტის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრემიერმინისტრის, მარკ რუთის პარტიამ, წინა არჩევნებთან შედარებით 8-ით ნაკლები, 33 მანდატი მოიპოვა და ევროსკეპტიკოსების პოლიტიკური ძალა დაამარცხა. ამ გამარჯვებით მარკ რუთი მესამე ვადით აგრძელებს მთავრობის მართვას.
EUobserver-ის ინფორმაციით, რუთის მემარჯვენე-ცენტრისტული, ლიბერალური პარტია არჩევნების შემდეგ ჰოლანდიაში ყველაზე დიდ პარტიად რჩება.
მარკ რუთის თქმით, ევროპაში ბრექსიტისა და აშშ-ს არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ჰოლანდიამ "უარი უთხრა არასწორ პოპულიზმს":
"მთავარი გზავნილი, რომლითაც გვინდა, რომ მომდევნო წლებში ჩვენი ქვეყნის კურსი გავაგრძელოთ, ეს არის უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმდიდრე".
ევროსკეპტიკოსის, პოპულისტი გერტ უილდერსის თავისუფლების პარტიამ 150-წევრიან პარლამენტში 20 ადგილი მოიპოვა, რაც 4 მანდატით ჩამორჩება 2010 წლის არჩევნების შედეგს. აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი მომხრეა ევროკავშირიდან გასვლისა, გარდა ამისა, მათ საარჩევნო კამპანიას მუდმივად გასდევდა ანტიისლამური და ანტისაემიგრაციო განცხადებები. ქრისტიან-დემოკრატებმა და ლიბერალ-დემოკრატებმა კი 19-19 ადგილი მოიპოვეს, ხოლო მემარცხენე მწვანეების პარტიამ 14 მანდატი მიიღო.
ლეიბორისტულმა პარტიამ, თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ნაკლები ხმა და შესაბამისად, 9 მანდატი ერგო მაშინ, როცა მათ წინა მოწვევის პარლამენტში 38 დეპუტატი ჰყავდათ.
EUobserver-თან ინტერვიუში პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ ოთხი წლის განმავლობაში ლიბერალებთან ერთად იმუშავეს, რათა ნიდერლანდები კრიზისისგან ეხსნათ: "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, თუმცა ხალხმა ეს ვერ იგრძნო".
BBC-ის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი, 80 პროცენტზე მეტი იყო.
მომდევნო თვეში საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, სადაც ულტრა-მემარჯვენე ნაციონალური ფრონტის წარმომადგენელი იყრის კენჭს.
მარკ რუთის გამარჯვებას დადებითად გამოეხმაურა ბევრი ევროპელი ლიდერი და პოლიტიკოსი.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით, ეს არის "ნამდვილი გამარჯვება ექსტრემიზმის წინააღმდეგ".
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ადმინისტრაციის უფროსმა, პიტერ ალტმაიერმა კი ტვიტერზე დაწერა: "ნიდერლანდებო, ო, ნიდერლანდებო, შენ ჩემპიონი ხარ! გილოცავთ ამ უდიდეს შედეგს".
ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, მარტინ შულცი, შედეგს ასევე ტვიტით გამოეხმაურა: "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ღია და თავისუფალი ევროპისთვის".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები