რუსეთი ევროპული ერთიანობის წინააღმდეგ
წარმოიდგინეთ სცენარი, როდესაც ესტონეთის ქალაქ ნარვაში საპროტესტო გამოსვლები იწყება. იქ რუსულენოვანი მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენს. გამომსვლელები ენობრივი პოლიტიკის უსამართლობას აპროტესტებენ და უფრო მეტ უფლებებს ითხოვენ. შემდეგ, მათ დასახმარებლად "პატარა მწვანე კაცუნები" ჩნდებიან, რომელთაც რუსული სამხედრო ფორმები აცვიათ. მოსკოვი უარყოფს, რომ მას რაიმე საერთო აქვს ამასთან და მოითხოვს ტალინისგან დაასრულოს ნარვის მოსახლეობის დისკრიმინაცია. როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევას NATO და ევროკავშირი? მოხდება თუ არა რუსული საფრთხის შეკავება და საკმარისად ერთიანი იქნება თუ არა ევროგაერთიანება ამისთვის? მოვლენების ამ სცენარით განვითარებას აღწერს ავტორი ჯეიმს კირჩიკი საკუთარ წიგნზე"ევროპის დასასრული" საუბრისას და "ბრუკინგსის ინსტიტუტში" წიგნის პრეზენტაციისას ყურადღებას ამახვილებს იმ გამოწვევებზე, რაც ევროპის წინაშე დგას.
"ევროპის კოშმარული სცენარი არ არის შემდეგი მსოფლიო ომი. კოშმარული სცენარია ამორალური, უმოქმედო და ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ღირებულებების გავრცელება მნიშვნელოვანია და რომელებიც მხოლოდ ეკონომიკურ ურთიერთობებზე არიან ორიენტირებული. ეს შეიძლება იყოს მემარჯვენე ან მემარცხენე მთავრობა, თუმცა ყველა მათგანს სურს მოსკოვთან გარიგება, ჩემთვის ეს ევროპის დასასრულია”, - ამბობს "საგარეო პოლიტიკის ინიციატივის" ექსპერტი ჯეიმს კირჩიკი.
რუსეთი ევროპული ერთიანობისთვის გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მოსკოვი ცდილობს ევროპის შიგნით უკმაყოფილების გაღვივებით, მოკავშირე ძალების დაფინანსებით და მისი საინფორმაციო ომის მეშვეობით ძირი გამოუთხაროს ევროკავშირს, ინსტიტუტებს და ევრო-ატლანტიკურ ალიანსს. ევროპაში დავიწყებული გამოწვევების გაღვივება ხდება: პოპულისტური ნაციონალიზმი, არალიბერალური ძალების გაძლიერება და ანტისემიტიზმი დღეს ევროპის დღის წესრიგში ისევ დგას. ჯეიმს კირჩიკის მოუწოდებს ვაშინგტონს უფრო აქტიური როლი ითამაშოს ევროპაში.
"მხოლოდ რუსეთის რევიზიული რეჟიმის გარეშე შეგვეძლება მივაღწიოთ ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას", - განაცხადა კირჩიკმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, თუ როგორი იქნება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მომავალი საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპისათვის თუ ევროპაში ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტური ძალები მოვლენ ხელისუფლებაში და რა გავლენას მოახდენს ეს ევროპისა და ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაზე.
"თუ ევროკავშირის დეზინტეგრაცია მოხდება და ნაციონალიზმი იმძლავრებს, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უფრო საშიშ ვითარებაში აღმოჩნდებიან, მათ მოუწევთ საკუთარ ძალებს დაეყრდნონ და გავლენის სფეროების ქვეშ მოექცნენ. ბევრი ევროპული ქვეყანა იმ აზრზე იქნება, რომ ეს ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროში არიან. ჩვენ დავუბრუნდებით წარსულს, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარს და მე-19 საუკუნეს, რაც პოტენციური კონფლიქტის რეცეპტს წარმოადგენს", - ამბობს რობერტ კაგანი, "ბრუკინგსის ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში
კირჩიკის თქმით, ბუქარესტის სამიტზე საქართველოს გაწევრიანების გადადებამ რუსეთს 2008 წელს საშუალება მისცა საქართველოში შეჭრილიყო.
"ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყნები იმისგან, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული სამხედროები არ აღმოჩნდნენ. მე ვუყურებ 2008 წლის გადაწვეტილებას ბუქარესტის სამიტზე, სადაც საქართველოს ნატომ ბუნდოვანი დაპირება მისცა, რომ ის ალბათ გახდებოდა ალიანსის წევრი. ეს სისუსტის გამოვლინება იყო, რომელმაც ნიშანი მისცა რუსეთს, რომ მას უნდა ემოქმედა."
ხოლო სხვა გამომსვლელებმა ამერიკელებს და ევროპელებს მოუწოდეს არ გამორიცხონ გაწევრიანების პერსპექტივა.
"არასდროს გამორიცხოთ ნატოსა და ევროკავშირში წევრობის პერსპექტივა საქართველოსა და უკრაინისთვის, არავის მისცეთ შესაძლებლობა მოხსნას ეს დღის წესრიგიდან, მით უმეტეს რუსეთს. და შემდეგ წევრობის საკითხი აღარ იქნება პრობლემატური, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ და ამის გამო უკრაინელებს და ქართველებს მოუწიათ საფასურის გადახდა. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ უკრაინელებთან ამ შეცდომების გამოსასწორებლად, ქართველები კი უკვე თავად ნაკლებად დარწმუნებულები არიან", - განაცხადა კონსტანცა სტელცენმიულერმა, საქართველოს და უკრაინის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრისას.
ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მომავალი დიდწილად საფრანგეთის და გერმანიის არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესებში ამერიკის ჩართულობის და როლის გაზრდა მნიშვნელოვანია ერთიანობის შესანარჩუნებლად.
"ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა პოლიტიკა ექნება ამერიკას აღმოსავლეთ ევროპისადმი, რაც ართულებს ევროკავშირისთვის და ნატოსთვის აღმოსავლეთისკენ პოლიტიკის შემუშავებას. მე ვფიქრობ, რომ ბერლინში და ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნათელია, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ ქვეყნებს მხარი, როდესაც ისინი თავად ირჩევენ თუ რომელ ალიანსში სურთ გაწევრიანება. ეს ჩვენს სტრატეგიულ ინტერესშია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში იყოს სტაბილურობა, კეთილდღეობა და დემოკრატია”, - ამბობს კონსტანცა სტელცენმიულერი.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები