როგორ და რა ფასად იცავენ ადამიანებს ცხოველებისგან თბილისში
თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, საშუალოდ, ბიუჯეტის 70 პროცენტს ხელფასებში, პრემიებსა და დანამატებში ხარჯავს. On.ge დაინტერესდა, კონკრეტულად რას საქმიანობს აღნიშნული სამსახური და როგორ უმკლავდება პრობლემას, რომლის მოგვარებაც მას ეხება.
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური 2015 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირებს. სააგენტოს ძირითად ფუნქციები დედაქალაქის მოსახლეობის ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისგან დაცვაა. ამისთვის, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინებაა (ევთანაზია) გათვალისწინებული.
გარდა ამისა, მონიტორინგის სამსახურის ფუნქციაა, ცხოველები პოპულაციების მართვა და კონტროლი, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა. იმისთვის, რომ ცხოველებისა და ადამიანების თანაარსებობა შესაბამის გარემოში მოხდეს, სააგენტოს მოსახლეობას ცხოველების გაჩუქებას, მიკედლება ან/და დაინტერესებულ პირთათვის მათი დაბრუნებას სთავაზობს.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებაში შედის შინაური ცხოველების მიერ გარემოს დაბინძურების შემთხვევაში მისი მეპატრონის სანქცირება. სანქცირება გათვალისწინებულია ცხოველების სახლიდან გამოგდების შემთხვევაშიც.
ბიუჯეტი - ხელფასები, პრემიები და დანამატები
2015 წელს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ფაქტიური დაფინანსება 3 152 192 ლარი იყო. ამ თანხიდან დაახლოებით 70 პროცენტი - 2 194 724 ლარი თანამშრომლების ხელფასებს, პრემიებსა და დანამატებს მოხმარდა. 2016 წელს ფაქტიური დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არა, თუმცა, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 300 ათასი ლარით მეტი - 2 489 831 ლარი გაიცა თანამშრომლების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე. ორივე შემთხვევაში უწყებაში სულ 132 თანამშრომელი მუშაობდა.
2016 წელს თანამშრომლებისთვის გაცემული ანაზღაურებიდან 81 პროცენტი თანამდებობრივი სარგოა, დარჩენილი თანხა კი - პრემია და დანამატები. თითქმის იდენტური მონაცემი იყო 2015 წელსაც.
132 თანამშრომლიდან ერთი დირექტორია, ორი - მოადგილე, დარჩენილი 129 კი - სხვა თანამშრომლები. უწყების ხელმძღვანელმა, სააგენტოს დირექტორმა, თეიმურაზ ფხალაძემ 2015 და 2016 წლებში ერთნაირი თანხა - 72 275 ლარი გამოიმუშავა. თითოეულ წელს მისი თანამდებობრივი სარგო 35 400 ლარი იყო, დანამატი და პრემია კი ჯამში 36 875 ლარი. ფხალაძის ანაზღაურება თითქმის ორჯერ უსწრებს თბილისის მერის ხელფასს (38 160) და სამი ათასი ლარით ჩამორჩება ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრების ანაზღაურებას.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორს ამ დროის გამავლობაში ორი მოადგილე ჰყავდა. 2015 წელს 92 944 ლარი გამოიმუშავეს, საიდანაც 61 200 ლარი თანამდებობრივი სარგო იყო, დანარჩენი კი - პრემია. 2016 წელს კი მათი შემოსავალი 1,5-ჯერ გაიზარდა და 123 074 ლარი შეადგინა, საიდანაც თანამდებობრივი სარგო 67 200 ლარი იყო.
2017 წელს უწყებაში თანამშრომლებზე 174 402 ლარი გაიცა. წელს დანამატი მხოლოდ უწყების დირექტორმა და მისმა მოადგილეებმა აიღეს ჯამში 6 870 ლარი.
სამსახურის ხელმძღვანელი On.ge-ს უყვება როგორ ნაწილდება მათ უწყებაში ხელფასები. ფხალაძის თქმით, მათ სამსახურში ხელფასები პასუხისმგებლობის, საქმის მოცულობის მიხედვით ნაწილდება. იგი ამბობს, რომ სამსახური ხელმძღვანელობის 24-საათიანი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა და მათ შეძლეს, რომ დედაქალაქის მოსახლეობა ყოფილიყო უსაფრთხოდ, ეცხოვრა მშვიდ გარემოში და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა მოწესრიგებული ყოფილიყო.
"ვინმეს შეიძლება კითხვა დაებადოს, რომ ვინც ეს ყველაფერი შექმნა, დაწერა, განახორციელა და მაქსიმალურ შედეგს მიაღწია, რომლმაც საქართველოში და საერთაშორისო დონეზე მომუშავე ორგანიზაციების მადლობა დაიმსახურა. როგორ შეიძლება შევადაროთ ხელმძღვნელობის, რომელმაც ამდენი სამუშაო გააკეთა, იმ თანამშრომლის ხელფასს, რა თქმა უნდა, ისიც დატვირთულია, რომელიც სამ დღეში ერთხელ მუშაობს," - ამბობს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლიც დასძენს, რომ მისი აზრით, ხელმძღვანელის და რიგითი თანამშრომლის ხელფასი უნდა განსხვავდებოდეს.
სტატისტიკური მონაცემები შესრულებული სამუშაოების შესახებ
ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს ცხოველებთან და ქვეწარმავლებთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე სააგენტოში 26 115 შეტყობინება შევიდა. სამსახურის სპეციალური მობილური ჯგუფების მიერ 17 774 ღონისძიება ჩატარდა, ურბანულ გარემოში დაჭერილი და მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილია 7 861 ცხოველი და 426 ქვეწარმავალი, ქირურგიული ოპერაცია (სტერილიზაცია/კასტრაცია), იდენტიფიკაცია (საჭდით ან ყურის კუპირებით) და ანტირაბიული ვაქცინაცია 4 002 ცხოველს ჩაუტრადა.
ამავე პერიოდში გამოვლინდა 683 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევა. გამოწერილი ჯარიმების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხების საერთო ოდენობამ 5 673 ლარია. ხოლო, პირუტყვის ყოლის წესის დარღვევის 76 ფაქტის გამოვლენით ბიუჯეტში 1 634 ლარი გადაირიცხა.
პრეტენზიები სამსახურის წინააღმდეგ
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მუშაობაში პრობლემებს ხედავს ცხოველთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თინა ჭავჭანიძე. მას მიაჩნია, რომ სააგენტო საზოგადოებისთვის დახურულია, საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს კი, რომლების ამ უწყებაში მუშაობენ გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი და არსებულ პრობლემებზე საჯაროდ ვერ საუბრობენ, მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას გადაიღონ ფოტოები ან სოციალურ ქსელებში ღიად დაუსვან კითხვები.
ჭავჭავანიძის მოსაზრებით, უწყებაში არაპროფესიონალები მუშაობენ. არაპროფესიონალებს შორის არ მოიაზრებს უწყების ვეტერინარებს, რომელთაც, მისი თქმით, შესაძლოა, ჰქონდეთ ცხოველებთან ურთიერთობისას დამოკიდებულებების პრობლემები.
"[დასაქმებულებმა] პირველ რიგში, რაღაცა დონეზე უნდა იცოდნენ რას ნიშნავს ცხოველთა კეთილდღეობა. ეს არ არის პათეტიური სიტყვები. ამის შესახებ, უმეტესობას, ვინც იქ მუშაობს წარმოდგენა არ აქვთ," - აღნიშნავს ცხოველთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის თქმითაც, ცხოველების კეთილდღეობაზე, საინტარულ-ჰიგიენურ ნორმებზე ან მედიკამენტებზე ცოტა თანხა იხარჯება.
ჭავჭანიძის თქმით, ძაღლმჭერებს არ აქვთ იმის კვალიფიკაცია, რომ იმუშაონ ცხოველთა გადარჩენაზე.
"სხვის ბინაში შესვლის უფლება არ აქვთ, მესმის, მაგრამ მცდელობა, რომ მოიძიონ პატრონი, არ აქვთ, კატა შენობაში შეიძლება ჩაკეტილი იყოს სამუდამოდ. არა, ჩვენ ეს არ გვეხებაო. როცა არ უნდა დარეკო ძაღლმა მიკბინაო, ნებისმიერ დროს მოვლენ, წაიყვანენ. თუ ძაღლი ოდნავ დიდია, ან მირბის - ანესთეზიით აძინებენ. ბევრი ძაღლი უპოვიათ დოზის გადამეტებით," - აღნიშნავს ცხოველთა უფლებებზე მომუშავე.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც ცხოველებს აცრებსა და სტერილიზაციას უკეთებენ აბრუნებენ, ისეთ გარემოში, სადაც მანამდე არ ცხოვრობდნენ. ჭავჭავაძე ამბობს, რომ ამით არ იცავენ ორგანიზაციისთვის მიცემულ რეკომენდაციებს.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის პასუხი ბრალდებებზე
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი, თეიმურაზ ფხალაძე ამბობს, რომ ცხოველთა უფლებებზე მომუშავე არაერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ და მათ მოსაზრებებს იზიარებენ. სააგენტოს ხელმძღვანელი მისი სამსახურის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ასე პასუხობს:
"პრეტენზია შეიძლება ნებისმიერს ჰქონდეს. ტყუილის თქმა ადამიანზე, ან მის საქმიანობაზე არ ნიშნავს კრიტიკას. შეიძლება პრეტენზია დაარქვან იმას, ვისზე რაც უნდა ის ილაპარაკონ. კონკრეტული სუბიექტი, რომელიც თქვენ დაასახელეთ [ცხოველთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თინა ჭავჭანიძე] გამორჩეულია ყველასგან ყველანაირად. დადებითად თუ უარყოფითად ეგ თქვენ გადაწყვიტეთ."
იმის გამო, რომ ჭავჭანიძის მიერ დასახელებულ პრობლემებს ფხალაძე არ დაეთანხმა, ვთხოვეთ, დაესახელებინა მათ უწყებაში ის საკითხები, რომლის მიმართაც პრეტენზიები სმენია. სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრეტენზიები არსებობდა, როგორც ვენტილაციის, ისე საკარანტინე სივრცესთან და გათბობასთან დაკავშირებით. თუმცა, პრობლემები ამ ეტაპზე მოგვარებულია. ფხალაძე ამბობს, რომ სააგენტოს მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრეტენზიები მუდმივად არსებობს, რადგან ის რაც მისაღებია ერთი მოქალაქისთვის, მეორე მიუღებლად მიიჩნევს. მაგალითისთვის კი, ეზოდან ცხოველის წაყვანა მოჰყავს.
ფხალაძე ამბობს, რომ უწყებაში არსებობს საბჭო, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაერთიანდნენ და მათ მიმართ შეზღუდვები არ არსებობს.
"თუ საბჭოს წევრი ხარ მეტი ვალდებულება გაქვს, დეზინფორმაცია არ უნდა გაავრცელო," - აღნიშნავს უწყების ხელმძღვანელი.
-
გადახედვაზურაბიშვილი: არ არის საკმარისი რომ ვიძახოთ არჩევნები, არჩევნებს უნდა მზადება ზურაბიშვილი: არ არის საკმარისი რომ ვიძახოთ არჩევნები, არჩევნებს უნდა მზადება
-
გადახედვაოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
-
გადახედვაBBC: აშშ-ის უზენაესი სასამართლო TikTok-ის აკრძალვას ემხრობა BBC: აშშ-ის უზენაესი სასამართლო TikTok-ის აკრძალვას ემხრობა
-
გადახედვაპროკურატურა პროევროპული აქციებისას დაკავებული 5 ახალგაზრდისთვის სახაზინო ადვოკატს ითხოვს — ბოლო ცნობა სასამართლოდან პროკურატურა პროევროპული აქციებისას დაკავებული 5 ახალგაზრდისთვის სახაზინო ადვოკატს ითხოვს — ბოლო ცნობა სასამართლოდან
-
გადახედვაNYT: ტრამპის მრჩევლები ეძებენ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ დაავადებას, რათა მექსიკის საზღვრის დახურვა გაამართლონ NYT: ტრამპის მრჩევლები ეძებენ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ დაავადებას, რათა მექსიკის საზღვრის დახურვა გაამართლონ
-
გადახედვა11 იანვარს თბილისში 10 საპროტესტო აქციაა დაგეგმილი 11 იანვარს თბილისში 10 საპროტესტო აქციაა დაგეგმილი
-
გადახედვა"დარბაზის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა" — ვეფხია კასრაძის ადვოკატი "დარბაზის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა" — ვეფხია კასრაძის ადვოკატი
-
გადახედვაჯო უილსონი: ჩემი ინტერესი არაფერია გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა ჰქონდეს ჯო უილსონი: ჩემი ინტერესი არაფერია გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა ჰქონდეს
-
გადახედვა"ჩვენი ყველა მოთხოვნა იქნა უარყოფილი" — სხდომათა დარბაზი საპროტესტო აქციებზე დაკავებული 8 პირის ადვოკატებმა დატოვეს "ჩვენი ყველა მოთხოვნა იქნა უარყოფილი" — სხდომათა დარბაზი საპროტესტო აქციებზე დაკავებული 8 პირის ადვოკატებმა დატოვეს
-
გადახედვავეფხია კასრაძე მოსამართლეს: თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ ვეფხია კასრაძე მოსამართლეს: თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ
-
გადახედვავეფხია კასრაძის ადვოკატმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა ვეფხია კასრაძის ადვოკატმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა
-
გადახედვადღეს, 11 იანვარს, პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 მოქალაქის სასამართლო პროცესი გაიმართება დღეს, 11 იანვარს, პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 მოქალაქის სასამართლო პროცესი გაიმართება
-
გადახედვაქურდოვანიძე: თავიდანვე პატიმრობის გამოყენება იყო დაუსაბუთებელი და რა თქმა უნდა, ვერც მისი გახანგრძლივება იქნება დასაბუთებული ქურდოვანიძე: თავიდანვე პატიმრობის გამოყენება იყო დაუსაბუთებელი და რა თქმა უნდა, ვერც მისი გახანგრძლივება იქნება დასაბუთებული
-
გადახედვადონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა უპირობო გამოშვება მიუსაჯა დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა უპირობო გამოშვება მიუსაჯა
-
გადახედვახონში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
-
გადახედვაპროევროპული აქციისას დაკავებული 11 მოქალაქე პატიმრობაში რჩება — მოსამართლე ჯაჭვაძის გადაწყვეტილება პროევროპული აქციისას დაკავებული 11 მოქალაქე პატიმრობაში რჩება — მოსამართლე ჯაჭვაძის გადაწყვეტილება
-
გადახედვაპროტესტის 44-ე დღე რუსთაველის გამზირზე — "თავისუფლება უკანონო პატიმრებს" პროტესტის 44-ე დღე რუსთაველის გამზირზე — "თავისუფლება უკანონო პატიმრებს"
-
გადახედვაგიორგი გახარია: ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე ჰყავს თავისი დაუმარცხებელი სიმბოლო — ამ ბიჭების სახით გიორგი გახარია: ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე ჰყავს თავისი დაუმარცხებელი სიმბოლო — ამ ბიჭების სახით
-
გადახედვა"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში ოფიციალურად დარეგისტრირდა "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში ოფიციალურად დარეგისტრირდა
-
გადახედვატრამპმა ვენესუელას პრეზიდენტად მადუროს ოპონენტი, ედმუნდო გონსალესი აღიარა ტრამპმა ვენესუელას პრეზიდენტად მადუროს ოპონენტი, ედმუნდო გონსალესი აღიარა
-
გადახედვააშშ მადუროს დაკავებისთვის $25-მილიონიან ჯილდოს აწესებს აშშ მადუროს დაკავებისთვის $25-მილიონიან ჯილდოს აწესებს
კომენტარები