მერკელისა და ტრამპის შეხვედრა: მედიისთვის პოზირებამ ხელის ჩამორთმევის გარეშე ჩაიარა
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და აშშ–ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. მერკელი ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 მარტს უნდა ჩასულიყო, თუმცა შტორმის გამო ვიზიტი ერთი დღით გადაიდო.
მნიშვნელოვანი და საგულისხმო მომენტი, რაც ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ, არის ის, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა ჟურნალისტებთან ფოტოსთვის პოზირებისას ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს, რაც როგორც წესი, მსგავს დროს ჩვეულებრივი წესია.
ტრამპმა მერკელის თანდასწრებით იხუმრა, რომ გერმანიის კანცლერსა და მას აქვთ "რაღაც საერთო". ტრამპმა აღნიშნულში იგულისხმა ის, თითქოს ორივე ლიდერს ფარულად უთვალთვალებდა ობამას ადმინისტრაცია.
ედვარდ სნოუდენის მიერ გარკვეული პერიოდის წინ გამოქვეყნებული მასალებით გაირკვა, რომ CIA სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს, მათ შორის გერმანიის კანცლერს, ფარულად უსმენდა. ტრამპი კი ასევე ამტკიცებს, რომ ობამას ადმინისტრაცია საარჩევნო კამპანიისას ტრამპ თაუერს უთვალთვალებდა ფარულად.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს ნატოს დაფინანსების საკითხზეც. ტრამპმა დაადასტურა ნატოსადმი თავისი პატივისცემა, თუმცა, აღნიშნა, რომ ალიანსის წევრებმა თავიანთი წილი სამხედრო გაერთიანებაში უნდა გადაიხადონ "სამართლიანად". მან ნატოს ამჟამინდელი დაფინანსების ფორმას "უსამართლო" უწოდა. პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანია ნატოს დააფინანსებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტით, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა. ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსში გერმანია საწევროს სახით ამჟამად იხდის მშპ–ს 1,19 პროცენტს.
როგორც FOX News საკითხის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით წერს, გერმანიის კანცლერმა ნატოს დაფინანსების გაზრდაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც პირისპირ შეხვედრისას ტრამპს მერკელთან ამ თემაზე "მძიმე" საუბარი ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და მერკელი თავიანთ პირველ შეხვედრამდე ერთმანეთის მიმართ არ იშურებდნენ უმწვავეს განცხადებებს, საბოლოო ჯამში, როგორც ანალიტიკოსები საუბრობენ, შეხვედრამ კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები