თბილისის მერიას ზაჰესის ხიდის აღდგენითი სამუშაოები 4 მილიონი ლარი დაუჯდა. სამუშაოები კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს ენ სი სიმ-მა შეასრულა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი ხიდი 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა. მათივე ინფორმაციით, ხიდს დაემატა ტროტუარები და დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი. ახალი ხიდის გვერდით არსებული ზაჰესის ძველი ხიდი საკომუნიკაციო კომპანიების დანახარჯებით მოწესრიგდა და ის კომუნიკაციების სისტემის გამტარი იქნება.

ახლად გახსნილი ხიდი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად დაათვალიერა.