ცნობილი მწერლები, რომლებმაც წარმატებამდე რთული გზა გამოიარეს
სანამ ბესტსელერის ავტორი გახდები, რთული გზაა გასავლელი. ზოგიერთმა მწერალმა სიღარიბისა და მძიმე ცხოვრების მიუხედავად, შეძლო დაეწერა წიგნი, რომლითაც ისტორიის ნაწილი გახდებოდა.
ჩვენ მოკლედ მოგითხრობთ ამ მწერლების წარმატების ისტორიას
ჯოან როულინგი
ჯოან როულინგი ცნობილი მწერალი ჰარი პოტერის სერიით გახდა, თუმცა წარმატება მასთან ადვილად არ მისულა. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა მწერალმა 1995 წელს შექმნა და წიგნის გამოცემაზე ერთდროულად თორმეტი გამომცემლობისგან მიიღო უარი. ამის მიუხედავად, მარტოხელა დედამ განაგრძო წერა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და შემოსავლიანი ავტორი გახდა.
ოქტავია ბატლერი
სანამ წარმატებას მიაღწევდა, ოქტავია ბატლერმა ბევრი სამსახური გამოიცვალა: იგი ტელემარკეტერიც იყო, კარტოფილის ჩიფსების რევიზორიც და ჭურჭლის მრეცხავიც. ბოლოს და ბოლოს, შრომამ შედეგი გამოიღო და ოქტავიამ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში არაჩვეულებრივი წიგნები შექმნა.
სტივენ კინგი
სტივენ კინგის სახელი იმ ადამიანებსაც კი სმენიათ, რომელთაც კითხვა არ უყვართ. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ამჟამად ლეგენდად ქცეული ავტორი ერთ დროს დამლაგებელი და სამრეცხაოების ქსელის თანამშრომელი იყო. როულინგის მსგავსად, მისი პირველი რომანის, კერის გამოცემაზე ოცდაათმა გამომცემლობამ განაცხადა უარი. საბოლოოდ, ეს წიგნი გამოიცა და შემდეგ ფილმადაც გადაიღეს.
მაია ანჯელოუ
თუ მაია ანჯელოუს შემოქმედებას იცნობთ, ისიც გეცოდინებათ, რომ მისი წარსული იდეალური არ ყოფილა. ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა და 17 წლის ასაკში ბავშვი შეეძინა. ანჯელოუმ შოუ-ბიზნესშიც სცადა ბედი, მოგვიანებით კი, წერამ გაიტაცა. მის სახელზე რამდენიმე პროზაული, პოეტური და ესეისტური წიგნია.
ჰელენ კელერი
ჰელენ კელერის ისტორია ბევრისათვის ნაცნობია. ჰელენი ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა, სმენადაქვეითებული იყო და ლაპარაკი უჭირდა, თუმცა განათლების მიღება მაინც შეძლო. მან პირველი ავტობიოგრაფიული წიგნი ოცდაორი წლის ასაკში გამოსცა, რასაც თავბრუდამხვევი წარმატება მოჰყვა.
ჩარლზ დიკენსი
ჩარლზ დიკენსი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია და მის რომანების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა. მის სახელთან დაკავშირებულია მთელი ეპოქა ინგლისური ლიტერატურის განვითარებაში. ბავშვობაში ჩარლზი იძულებული გახდა, სკოლა მიეტოვებინა და ემუშავა. თავიდან მსახიობობა უნდოდა, თუმცა მისმა პირველმა მოსმენამ წარუმატებლად ჩაიარა. ამის შემდეგ კი წერას მიჰყო ხელი, რამაც საოცარი დიდება მოუტანა.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები