რა არგუმენტები აქვთ უმრავლესობის დეპუტატებს პრეზიდენტის ვეტოზე
დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 21 მარტის სხდომაზე, ფარული მიყურადების შესახებ კანონზე, დეპუტატებმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს და საბოლოოდ, მათმა უმრავლესობამ იგი არ გაიზიარა. მოტივირებული შენიშვნების მომხსენებელი იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა იქ მყოფ კოლეგებს მოუწოდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დიდი გულისყურით ნუ მოჰკიდებოდნენ, რადგან "იგი ემსახურება სპეკულაციებს და არა - შინაარსობრივ განხილვას":
"ეს ის პრეზიდენტია და ეს ის ინსტიტუციაა, რომელიც წარადგენს მოსამართლეებს უზენაეს სასამართლოში, იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ემიჯნება. შესაბამისად, მისი ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის და პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. იგი მოკლებულია ყოველთვის შინაარსს. ამიტომ მოგიწოდებთ მშვიდად მივყვებით პროცედურებს, რასაც კანონმდებლობა მოითხოვს, დავძლიოთ ეს ვეტო და პრეზიდენტს არ მივცეთ სპეკულაციების საშუალება".
კომიტეტზე დაისვა კითხვები, ენდობა თუ არა პრეზიდენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რასაც მომხსენებელმა ანა დოლიძემ უპასუხა, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეფუძნება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და არა - ემოციურ დამოკიდებულებას კონკრეტულ სტრუქტურასთან.
ქართული ოცნების წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, პრეზიდენტი "მშრალი წაკითხვით" აკეთებს დასკვნას, რომ კონკრეტული სააგენტო დამოუკიდებელი არ იქნება, ვინაიდან მისი ხელმძღვანელის არჩევაში ჩართულები არიან მაღალი რანგის სტრუქტურები:
"ის ფაქტორი, რომ ასეთი მაღალი რანგის სტრუქტურები, როგორიც არის პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, როგორიც არის ნდობის ჯგუფი, პრემიერმინისტრი, თუკი ყველა ამ დაცვის მექანიზმის მიმართ, ამ კონკრეტული მუხლების წაკითხვის შემდეგ, ჩვენ არ გვიჩნდება იმის აღქმა, რომ კონკრეტული სააგენტო იმუშავებს დამოუკიდებლად, თქვენ მხოლოდ მშრალი წაკითხვით აკეთებთ დასკვნას რომ სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი შეიძლება დაირღვეს. იბადება კითხვა, როგორ პრეზიდენტს ამ კონკრეტული სტრუქტურების მიმართ ნდობა არ გააჩნია?".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის თქმით, არასწორია აქცენტი გაკეთდეს უსაფრთხოების იგნორირებაზე და სწორედ ამიტომ არსებობს კანონში ჩანაწერი უსაფრთხოების სამსახურთან სსიპ-ის შექმნის შესახებ. ამასთან, მისივე აზრით, ბიზნეს სექტორსაც აქვს ვალდებულებები სახელმწიფო უსაფრთხოებასთან მიმართებით.
1 მარტს მესამე მოსმენით, 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.
პრეზიდენტი გამოყოფს ორ ფუნდამენტურ პრობლემას აღნიშნულ კანონში და ესენია:
- პირველი, ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად, ეწინააღმდეგება ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
- მეორე ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს".
პრეზიდენტის შეთავაზებაა პარლამენტთან, რომ სააგენტოს დამოუკიდებლობის დასაცავად, დაუქვემდებაროს ის საქართველოს პრემიერმინისტრს, როგორც ესაა სახელმწიდო დაცვისა და დაზვერვის სამსახურის შემთხვევაში.
ანა დოლიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიამ მიიჩნია, რომ როდესაც ორგანო, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, ორგანო რომელიც მოიპოვებს გამოძიებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ან არ შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც მტკიცებულება, არის ერთი და იგივე ორგანო - წარმოშობს სისტემურ საფრთხეს, რომ მოხდეს კანონის ზღვრების გადაცილება და იმაზე მეტი ინფორმაციის მოპოვება პირთა ცხოვრების შესახებ, ვიდრე ეს კონკრეტულად გამოძიების ინტერესებს სჭირდება.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები