თბილისში, აღმაშენებელის ხეივანში მომხდარი ავარიის დროს ერთი ბავშვი გარდაიცვალა, მისი დედა კი დაშავდა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი ავტომობილი მონაწილეობდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

ავტომობილის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.