23 თებერვალს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტისას ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან იან ჰამაჩეკთან შეხვედრისას ნატოში ინტეგრაციის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

საქართველოს დელაგაციამ ჩეხეთს ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე მიაწოდა ინფორმაცია.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები.