ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა პროექტი „დაზოგე წყალი“ დაიწყო
წყლის დაზოგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა პროექტი „დაზოგე წყალი“ დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და განვითარების ეტაპებზე დავით ნარმანიასთან ერთად დეტალურად ისაუბრეს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - ლია გიგაურმა.
„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უხვად გვაქვს წყლის რესურსები ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ რაციონალურად, სწორად, ეფექტიანად. შესაბამისად, სკოლის მოსწავლეებისა და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ჩართულობა მსგავს კამპანიებში არის მნიშვნელოვანი. GWP თბილისის მერიასთან ერთად არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა, წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რაც, ერთის მხრივ, ასევე დაკავშირებულია წყლის რაციონალურად ხარჯვასთან და მეორეს მხრივ, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივესალმებით ამ და სხვა მსგავს ღონისძიებებს, რომელსაც კომპანიის მენეჯმენტი ახორციელებს ბოლო პერიოდის განმავლობაში,“- განაცხადა ნარმანიამ.
მერია აცხადებს, რომ პროექტის მიზანი წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და მოზარდი თაობის დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა.
კამპანია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით ხორციელდება. პრეზენტაციის მიმდინარეობისას, პროექტის მხარდამჭერ სამინისტროებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საპილოტე პროექტი ვარკეთილის რაიონის 16 სკოლაში, 3 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოხედვასთან ერთად განხორციელდება. აღნიშნული სკოლების მოსწავლეები გაივლიან საგანმანათლებლო ტრენინგებს, GWP ოლიმპიადის ფარგლებში ერთმანეთს წყლის დაზოგვასა და ეკოვიქტორინაში შეეჯიბრებიან და სხვა აქტივობებში ჩაერთვებიან.
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პროექტს თბილისის სხვა რაიონებშიც განახორციელებს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები