ფოფხაძე: მარგველაშვილს ჩვენ მოვაგებინეთ არჩევნები და ეს ხალხის საზიანოდ მოაბრუნა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გედევან ფოფხაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ მოაგებინა გიორგი მარგველაშვილს არჩევნები, შედეგად კი, მიიღეს პრეზიდენტი, რომელიც ლექციებს უკითხავთ. ამის შესახებ, მან დღეს, პარლამენტში ფარული მიყურადების შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშნვნების განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის პრეზიდენტი ხდება და არა ქართველი ხალხის:
"ჩვენი გუნდის გარეშე მეეჭვება მას ეს არჩევნები მოეგო, მაგრამ მან ეს მანდატი ქართველი ხალხის და ქართული ოცნების საზიანოდ მოაბრუნა. ჩვენ შეგვიძლია ამისათვის საზოგადოებას ბოდიშიც მოვუხადოთ, მაგრამ ის რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი იქცეს აღმშენებლობის შემაფერხებლად, დაუშვებელია. მას აქედან მკვეთრად უნდა გაეცეს პასუხი, რომ პარლამენტი ამის გაკეთებას არ აპირებს. რამდენი ვეტოც არ უნდა იყოს მიღებული, თუ ეს ვეტო ემსახურება პოლიტიკურ თამაშებს და ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების ლობირებას, პარლამეტმა მკვეთრად უნდა გასცეს მას პასუხი. ჩვენთვის ასეთი პრეზიდენტი მიღებელია".
1 მარტს მესამე მოსმენით, 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.
პრეზიდენტი გამოყოფს ორ ფუნდამენტურ პრობლემას აღნიშნულ კანონში და ესენია:
- პირველი, ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად, ეწინააღმდეგება ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
- მეორე ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს.
პრეზიდენტის შეთავაზებაა პარლამენტთან, რომ სააგენტოს დამოუკიდებლობის დასაცავად, დაუქვემდებაროს ის საქართველოს პრემიერმინისტრს, როგორც ესაა სახელმწიდო დაცვისა და დაზვერვის სამსახურის შემთხვევაში.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები