ამერიკა და მოკავშირეები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი 68 პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერების ყურადღების ცენტრშია. ამერიკის მოკავშირე ქვეყნების მინისტრები ვაშინგტონში შეიკრიბნენ და დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებაზე მსჯელობენ. საერთაშორისო კოალიციის წინაშე გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით თქვა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია.
კონფერენციაზე, სადაც დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე და სტრატეგიაზე მსჯელობენ, ტილერსონმა კოლეგებს მოუწოდა დაჯგუფების დამარცხების შემდეგ წვლილი შეიტანონ სირიის და ერაყის სტაბილიზაციის საკითხში.
“ჩვენი მიზანი არ არის “ისლამური სახელმწიფოს” შესუსტება, ჩვენი მიზანია მისი დამარცხება. მესმის, რომ ახლო აღმოსავლეთში ბევრი გამოწვევაა, მაგრამ დაჯგუფების დამარცხება შეერთებული შტატების პირველი პრიორიტეტია ამ რეგიონში,” განაცხადა ტილერსონმა.
საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა მის წინამორბედ ბარაკ ობამას ტერორიზმთან ბრძოლაში “სუსტი ლიდერი” უწოდა. მაშინ ობამამ ამ განცხადების პასუხად თქვა, რომ ტრამპის შეფასება რეგიონში მიღწეული წარმატების საპირისპიროა. მოკავშირე მინისტრებთან საუბრისას ტილერსონმა ყურადღება მომავალზე გაამახვილა და სირიის და ერაყის ტერორისტებისგან გათავისუფლების შემდეგ, რეგიონის განვითარებაში მეტი ჩართულობა სთხოვა:
“სირიის და ერაყის ტერორიზმისგან გათავისუფლებულ ნაწილებში ინვესტირება უნდა გავაგრძელოთ, ამით უდანაშაულო ადამიანებს მათი თემების აღდგენაში დავეხმარებით. ახლა ინვესტიცია ტერიტორიის ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან დასუფთავებას, წყლის და ელექტრ-ენერგიის აღდგენას და ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას ნიშნავს.”
რეგიონის სტაბილურობას მნიშვნელოვან ეტაპად აფასებს ეროვნული უსაფრთხოების მკვლევარი მაიკლ ო’ჰანლონი.
“მთავრი კითხვაა თუ როგორ უნდა მოვახერხოთ მოსულიდან და დანარჩენი ერაყიდან “ისლამური სახელმწიფოს” განდევნა. მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანია როგორ მოხდება ერაყში და, მთლიანად რეგიონში, სტაბილურობის მიღწევა, ისე რომ იქ “ისლამური სახელმწიფო” ან სხვა ექსტრემისტული დაჯგუფება არ დაბრუნდეს,” ამბობს ო’ჰანლონი.
სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ინტერნეტში ბრძოლის მნიშვნელობაზეც და განაცხადა, რომ “ციფრულ სახალიფოს გავრცელების საშუალება არ უნდა მიეცეს.”
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები