ილია მეორე: „რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს“
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, 84 წლის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, თბილისში, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ოკუპაცია დაუსრულებლად არ შეიძლება გაგრძელდეს და რუსეთმა უნდა გაანთავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები.“
”გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია. შეიძლება ლოკალური კონფლიქტი დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. საქართველო არასდროს დაჯერდება იმას, რომ ეს ტერიტორია იყოს წართმეული“ - თქვა პატრიარქმა.
ილია მეორესთან შეხვედრამდე, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წარმომადგენლობითმა დელეგაციამ, ჯერ გორში განთავსებულ ევროკავშირის მონიტორინგის (EUMM) მისიის ოფისი მოინახულა, შემდეგ კი 12 კილომეტრით მოშორებულ სოფელ ხურვალეთში რუსული ოკუპაციის შედეგი საკუთარი თვალით იხილა.
ილიამ მეორემ მადლობა გადაუხადა სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებს საოკუპაციო ხაზის მონახულების გამო.
„20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიისა დაპყრობილია რუსეთის მიერ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელად აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ არ მაქვს საშუალება, რომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს.
მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები.“
ნორდიკულ-ბალტიური რვიანი (NB8) - ეს არის რეგიონული თანამშრომლობის არაფორმალური ფორმატი ბალტიისპირეთის სამ (ესტონეთი, ლიტვა, ლატვია) და ხუთ ნორდიკულ (ისლანდია, დანია, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია) სახელმწიფოს შორის. ეს ფორმატი 1992 წლიდან მოქმედებს, მას შემდეგ რაც ბალტიის ქვეყნები საბჭოთა ოკუპაციისგან საბოლოოდ გათავისუფლდნენ.
2003 წლიდან ნორდიკულ-ბალტიური რვიანის ფორმატი გაფართოვდა. რეგიონული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, მან მოიცვა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და უსაფრთხოების თემატიკაც. მათ შორის, აშშ, მოლდოვა, უკრაინა, და სამხრეთ კავკასია.
საქართველოს პრობლემატიკის გაცნობის მიზნით, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის ფორუმი 2017 წელს სპეციალურად თბილისში შეიკრიბა. ორდღიანი ვიზიტის დროს, NB რვიანის ხუთ სახელმწიფოს (ნორვეგია, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა) პარლამენტის თავმჯდომარეები წარმოადგენდნენ, ორს (ფინეთი, ისლანდია) - ვიცე-სპიკერები, ხოლო ერთს (შვედეთი) - ელჩი.
ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, სოციალ-დემოკრატმა ეიკი ნესტორმა ხურვალეთში რუსული მავთულხლართების მონახულების შემდეგ აღნიშნა, მათ გაუმართლათ, რომ NATO-ს წევრები არიან.
„ჩვენ ახლა, აქ ხურვალეთში, გეუბნებით რომ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ჩვენ გვესმის თქვენი. ჩვენ გაგვიმართლა რომ ვართ ევროკავშირისა და NATO-ს წევრები, რაც გვაძლევს უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალებას. შესაძლოა, ჩვენი ნაბიჯები და გამოცდილება დაგეხმაროთ თქვენც წარმატებისა და მიზნების მიღწევაში. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.“
ევროპული და ჩრდილო ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საკუთარი გამოცდილების გაზიარების, ასევე, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის უკეთ გაცნობის მიზნით ნორდიკულ-ბალტიური რვიანის დელეგაცია, ბოლო ორი დღის მანძილზე, შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პატრიარქსა და არასამთავრობო სექტორს.
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
კომენტარები