მართლმადიდებელი ეკლესია: საკუთარი წარმატების მსხვერპლი?
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ISET Economist-ის ბლოგზე.
დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკა ტაბუდადებული იყო. თუმცა სულ ახლახანს, თავად ეკლესიის მსახურებმა მოხსნეს ეკლესიას ეს ტაბუ და საჯაროდ გამოიტანეს ეკლესიაში არსებული ურთიერთდაპირისპირება. 2016 წელს, პაპ ფრანსისის ვიზიტს ორმხრივი ბრალდებები მოჰყვა. დეკანოზი დავით ისაკაძე პაპის ვიზიტს ეწინააღმდეგებოდა და ორ დეკანოზს, თეოდორე გიგნაძესა და ალექსანდრე გალდავას სექტანტობასა და ეკლესიის მტრობაში ადანაშაულებდა. ამ ბრალდებებს გამოეხმაურნენ დეკანოზი ლევან მათეშვილი და ილია ჭიღლაძე, რომლებმაც ეკლესიას მოუწოდეს, დაეცვა თეოდორე გიგნაძე და ალექსანდრე გალდავა ამგვარი თავდასხმებისგან.
ღია დაპირისპირებამ მწვერვალს 2017 წლის თებერვალში მიაღწია, როდესაც დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც პატრიარქის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეა, გამოძიების შუალედური შედეგების თანახმად, შეეცადა, ციანიდით მოეწამლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივან-რეფერანტი და ამგვარად ეკლესიაში მეტი ძალაუფლება მოეპოვებინა. მამალაძის ამ სავარაუდო მცდელობის მთავარი მოწმეა მისი მეგობარი და ნათესავი, ირაკლი მამალაძე. მისი ჩვენებით, დეკანოზმა მას სთხოვა, მოეპოვებინა კალიუმის ციანიდი, სანაცვლოდ კი ეკლესიაში კარგ თანამდებობას დაჰპირდა. ირაკლი მამალაძის ჩვენებით, გიორგი მამალაძე გეგმავდა მაღალი რანგის საეკლესიო პირის მოწამვლას და მას დამხმარეებიც ჰყავდა, რომელთა შორის ეკლესიის მსახურებიც არიან. არქიეპისკოპოსმა პეტრე ცაავამ კი დაიწყო საუბარი საპატრიარქოში არსებულ ჩრდილოვან მმართველობაზე და დაასახელა ის საეკლესიო პირები, რომლებიც, ნებით თუ უნებლიეთ, იყვნენ ამ პროცესის მონაწილეები.
ასეთი სახის შიდა განხეთქილება პირველად გასაჯაროვდა და მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაცია, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ მტკიცდებოდა, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს.
რამ განაპირობა ეკლესიის გაძლიერება ბოლო ათწლეულების განმავლობაში?
არსებობის ადრეულ წლებშივე, საბჭოთა კავშირმა კარლ მარქსის ანტირელიგიური შეხედულებები ("რელიგია ხალხის ოპიუმია") ოფიციალურ პოლიტიკად აქცია და საბჭოთა მოქალაქეებს ათეიზმი დაუწესა. თუმცა ათეიზმმა, როგორც ჩანს, ხალხის გულებში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, წევრმა ქვეყნებმა არამხოლოდ დრამატული ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ტრანსფორმაცია განიცადეს, არამედ იდეოლოგიურ ვაკუუმშიც მოექცნენ. ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ეს ვაკუუმი ნაწილობრივ ეკლესიამ შეავსო.
საქართველოს შემთხვევაში, ეკლესიის აღზევება მართლაც შთამბეჭდავი იყო: 1970-იან წლებში ქართველების მხოლოდ 47% მიაკუთვნებდა თავს რელიგიას, ხოლო 1995 წელს ეს რიცხვი 80%-მდე გაიზარდა (ფროუზი, 2004 წ.). ამის მიზეზი კი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქრისტიანობა აღქმულ იქნა როგორც საბჭოთა კავშირამდელი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი და ეთნიკური იდენტობის არსებითი კომპონენტი. ამგვარად, რელიგია აღმოჩნდა ხიდი საბჭოთა კავშირამდელ საქართველოსთან, რომელმაც გააგრძელა საქართველოს საბჭოთა კავშირამდელი ისტორია. შედეგად, გასაკვირი არ იყო, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მართლმადიდებლურ ეკლესიას ეროვნული იდენტობისა და ერთობის სიმბოლოდ წარმოადგენდა. მეტიც, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვებას თან სდევდა მწვავე კრიზისები (ორი სამოქალაქო ომი 1990-იან წლებში, კორუფცია, დანაშაულის მაღალი დონე, ეკონომიკური და სოციალური დაუცველობა), მართლმადიდებელა ეკლესიამ მოსახლეობაში იმედის გაღვივება და ნიჰილისტური განწყობის შეცვლა მოახერხა. ამ დროში, სუსტი სახელმწიფოს ლიდერები ცდილობდნენ, ეკლესიასთან მჭიდრო კავშირი ჰქონოდათ და ამით მოეპოვებინათ საზოგადოების ნდობა. მაგალითად, 1995 წელს, მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სამართლებრივად აღიარა და მიანიჭა სხვადასხვა პრივილეგია, ასევე, გამოუყო პირდაპირი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ეკლესიის რეპუტაცია და გავლენა არც ვარდების რევოლუციის შემდეგ შესუსტებულა, პირიქით, უფრო გაიზარდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი მთავრობა შეეცადა, კურსი სამოქალაქო ნაციონალიზმისკენ აეღო (რაც რელიგიური თავისუფლების დაცვასა და პლურალიზმსაც მოიცავდა) და შეევიწროებინა რელიგიური ნაციონალიზმი, თუმცა ეს მცდელობა არც თუ წარმატებული გამოდგა. სახელმწიფომ დღის წესრიგში შეიტანა მოდერნიზაცია, რეფორმები, ლიბერალური ღირებულებები, მაგრამ ბევრმა თავი ამ დღის წესრიგის მიღმა იგრძნო. შედეგად, მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის იდეოლოგიური მეტოქე და მაღალი მორალური ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტი, უფრო გაძლიერდა.
სტატისტიკა იმავე დადებით ტენდენციას ასახავს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. "მსოფლიო ღირებულებათა კვლევის" თანახმად, 1994 წლიდან უწყვეტად იზრდება სამივე ცვლადი: ნდობა ეკლესიის მიმართ, რელიგიის მნიშვნელობა და ეკლესიაში დასწრება. საინტერესოა, რომ ქართველებში ეკლესიაში დასწრების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ეკლესიის მიმართ ნდობის მაჩვენებელს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობა ცდება რელიგიურ გრძნობებსა და პრაქტიკას. ეს უკვე აღნიშნა ჩარლზმა (2009 წ.), რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველო, გარკვეულწილად, ატიპური შემთხვევაა, რადგან ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, პოლონეთში, ეთიოპიაში, რუანდასა და ბრაზილიაში, ეკლესიაში სიარული უფრო გავრცელებულია, ვიდრე ეკლესიის მიმართ ნდობა. ამ გარემოებამ, შესაძლოა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია უფრო მგრძნობიარე გახადოს შიდა კონფლიქტების მიმართ.
რა იქნება მომავალში?
ავნერ გრეიფის, სტენფორდის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტის აზრით, ჩამოყალიბებული ინსტიტუტები ოპტიმალური პასუხია არსებულ გარემოებებზე. ამავდროულად, შესაძლოა, თავად ინსტიტუტებმა განაპირობონ იმ პარამეტრების ცვლილება, რომელთა მიხედვითაც მოქმედებენ (ის ამ პარამეტრებს, რომლებიც ინსტიტუტების ზემოქმედების ქვეშ ექცევა, "კვაზიპარამეტრებს" უწოდებს). მაგალითად, რომის რესპუბლიკა ძალზე წარმატებული იყო, მრავალი გამარჯვება მოიპოვა და რომის იმპერიაც გაფართოვდა. თუმცა ამ წარმატებულ განვითარებას კიდევ უფრო მძლავრი სამხედრო აპარატი ესაჭიროებოდა, რომელმაც, საბოლოოდ, იულიუს კეისრის მეთაურობით, რესპუბლიკა დამხობასა და დიქტატურამდე მიიყვანა. მსგავსად, ევროპაში შუა საუკუნის გილდიებმა ინდუსტრიალიზაციას შეუწყეს ხელი, მაგრამ, ამავდროულად, ამით დაასუსტეს ხელოსნები და მოვაჭრეები, რომლებიც ამ გილდიის წევრები იყვნენ. ორივე შემთხვევაში, წარმატებულმა ინსტიტუტებმა გავლენა იქონიეს იმ პარამეტრებზე, რომელთა მიხედვითაც მოქმედებდნენ, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ეს ინსტიტუტები ვეღარ მოერგენ მათ მიერვე შექმნილ გარემოებებს. შეიძლება თუ არა ამგვარი ბედი ეწიოს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც?
ღარიბი და არაგავლენიანი ეკლესია მის წევრებში ძალაუფლებისთვის ბრძოლის სურვილს არ აღძრავს. წარმატება, მეორეს მხრივ, ახალისებს შიდა დაპირისპირებას, რადგან შედეგი ბრძოლად ღირს. ამ თვალსაზრისით, ჩვენ თვალწინ განვითარებული მოვლენები, შესაძლოა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ეკლესიის უპრეცედენტო წარმატების შედეგი იყოს. გაუძლებს კი ეკლესია ამ გამოწვევას? მხოლოდ ღმერთმა უწყის.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები