ინტერნეტში ნაცემი უცხოელის ფოტო გამოქვეყნდა, შსს–ს კი გამოძიება არ დაუწყია
რამდენიმე ფეისბუკ გვერდმა, მათ შორის ულტრანაციონალისტურმა ორგანზიაციამ ქართულმა ძალამ ფეისბუკზე უცხოელის ფოტოს გამოაქვეყნა. მას სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
ფოტოს მინაწერში დისკრიმინაციული ტერმინებითაა აღწერილი მისი ცემის მიზეზი, ასევე დისკრიმინაციულ კონტექსტშია ნახსენები მისი ეროვნება, პოსტზე კი სიძულვილის ენისა და მუქარის შემცველი კომენტარებია.
ამას გარდა, ერთ-ერთი გვერდი, ანტილიბერალური კლუბი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სხვა ქვეყნის მოქალაქე პირი ეკლესიის ჭიშკარს ფეხს ურტყამს, ცოტა ხანში მასთან მიდის რამდენიმე ადამიანი შეძახილებით "მოდი აქ", "იძი სუდა", რის შემდეგაც ჩანს ძირს დაგდებული ახალგაზრდა. ვიდეო აქ მთავრდება.
როგორც შსს-ში On.ge-ს უთხრეს, გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო და უცხოეთის მოქალაქე, რომლის ფოტოც ქართულმა ძალამ გამოაქვეყნა, სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხულიგნობისთვის:
"დღეს დილით საპატრულო პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე პიროვნება არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ხულიგნობდა. ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. იგი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას. იგი გადაყვანილ იქნა სასამართლოში, სასამართლომ აღნიშნული ფაქტი სამართალდარღვევად ცნო, მას დაეწერა ადმინისტრაციულად 100–ლარიანი ჯარიმა.
რაც შეეხება კითხვას, დაიწყო თუ არა გამოძიება ცემასთან დაკავშირებით, როგორც შსს აცხადებს, არც სასამართლოზე და არც საპატრულო ეკიპაჟთან გასაუბრებაზე, აღნიშნულ პირს პრეტენზია არ გამოუთქვამს, რომ მას მიაყენა ვინმემ ფიზიკური შეურაცხყოფა.
"სასამართლოშიც შეგიძლიათ მოიკითხოთ, იქ რომ რამე ისეთი [დაზიანება] ყოფილიყო, მოსამართლე ამას მიაქცევდა ყურადღებას. თუ იგი მიმართავს საპატრული პოლიციას, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას. ამ ეტაპზე თვითონ არაფერს არ ითხოვს და თვითონ არის ცნობილი დამნაშავედ სასამართლოს მხრიდან. მან თუ არ დააფიქსირა რომ მე წამაქცია ვინმემ, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ტკივილი განვიცადე, ჩვენ კანონის ფარგლებში ვერ მოვახდენთ რეაგირებას. ფეიჯი [ქართული ძალა] არ ვიცი რას წერს, თვითონ რაც განაცხადა, იმას გეუბნებით" – განგვიცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
შსს-ს თქმით, უცხოელს თარჯიმანი ადგილზეც ჰყავდა და სასამართლოშიც.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები