აფხაზეთი ელექტრო ენერგიას რუსეთისგან საქართველოს დახმარებით მიიღებს
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთისგან საქართველოს დახმარებით მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს.
როგორც სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე მიქვაბიამ აღნიშნა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი ელექტრო სადგური-ენგურჰესი უამინდობის გამო შეფერხებით მუშაობს. მისი თქმით, ამის მიზეზი წყალსაცავში არსებული წყლის დონის კრიტიკულ ზღვრამდე დაწევაა. მიქვაბიამ განმარტა, რომ ჰესის გეგმიურმა გათიშვებმა(სისტემის მწყობრიდან გამოსვლის თავიდან აცილების მიზნით) მოქალაქეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ამიტომ ელექტრო ენერგიის სხვა წყაროს მოძებნა გახდა საჭირო.
დე-ფაქტო მთავრობის პრემიერის თქმით, აფხაზეთმა დახმარებისათვის რუსეთს მიმართა. თუმცა, რადგან ელექტრო ენერგიის მიღება მხოლოდ თბილისში მდებარე სადისპეტჩეროს მეშვეობით არის შესაძლებელი, საკითხის მოგვარებაში საქართველოს ჩარევა აუცილებელი გახდა. მოლაპარაკებები რუსეთის, საქართველოსა და აფხაზეთის მხარეებს შორის წარიმართა.
“სადისპეტჩერო სისტემა საბჭოთა სისტემის დროსაც არსებობდა. თუკი რუსეთისგან ელექტრო ენერგიის მიღება გვსურს, ეს თბილისში მდებარე სადისპეტჩერომ უნდა გააკეთოს. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. გეგმიური გათიშვები აღარ იქნება და რაც მთავარია, მოსახლეობისთვის ელექტრო ენერგიის ტარიფი არ გაიზრდება“, - განაცხადა მიქვაბიამ.
დე-ფაქტო პრემიერის განმარტებით, ელექტრო ენერგიის მიღების მსგავსი პრაქტიკისთვის აფხაზეთს აქამდეც არაერთხელ მიუმართავს, უბრალოდ ამჯერად განსხვავება ისაა, რომ ახლა ელექტრო ენერგიაზე აფხაზეთის მოთხოვნა გაზრდილია.
ცნობილია, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის ამოღება ზაფხულის თვეებში მოხდება, როდესაც ენგურჰესზე ენერგიის გამომუშავება მკვეთრად გაიზრდება.
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
კომენტარები