საია: სასამართლოს მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შეფასება კვლავ პრობლემურია
დღეს, 27 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის, ქუთაისის, გორის, ბათუმისა და თელავის სასამართლოებისა, ასევე, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ სასამართლოებისა და საგამოძიებო ორგანოების მიერ ოჯახური დანაშაულების და საფრთხეების ადეკვატური შეფასება კვლავ პრობლემაა. მისივე თქმით, ხშირად, სასამართლო არ იყენებს ჩადენილი დანაშაულის პროპორციულ სანქციებს:
"ეს შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც ცოდნისა და კონკრეტული უნარ-ჩვევების ნაკლებობით გამოწვეული. ასევე, იმის გააზრების ნაკლებობით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დანაშაულს ადეკვატურად გასცეს პასუხი საგამოძიებო ორგანოებმა და სასამართლომ," - განაცხადა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან.
კვლევის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სამართალწარმოება პროფესიონალური და ადეკვატური იყო, თუმცა საერთო ჯამშო გამოიკვეთა ბევრი დარღვევა და ხარვეზი. დაკვირვების შედეგად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ძირითადი ტენდენციები გამოყო:
- პრაქტიკაში ოჯახში ძალადობა კვლავ აღიქმება მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ, რომელიც უფრო ლმობიერ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე იმავე სიმძიმის სხვა დანაშაულები;
- სასამართლოები კვლავ ხარვეზებით მოქმედებენ და ზოგჯერ ბრალდებულებს უფარდებენ დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს. წინა საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არასათანადო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე;
- განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელი პრაქტიკაა დამკვიდრებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან მიმართებით. კერძოდ, დასწრებული 14 საქმიდან, მოსამართლეს არცერთ შემთხვევაში არ გამოუყენებია პატიმრობა და მხოლოდ გირაოს ან სხვა ნაკლებად მკაცრი ღონისძიების დაკისრებით შემოიფარგლა;
- პროკურატურა, უმრავლეს შემთხვევაში, შესაფერისი სიმძიმის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, თუმცა იყო გამონაკლისებიც;
- წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ბრალდების მხარეს ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით შესაძლო დისკრიმინაციულ მოტივებზე ყურადღება არცერთ შემთხვევაში არ გაუმახვილებია. მიუხედავად გენდერული დისკრიმინაციის მოტივის მიმანიშნებელი გარემოებებისა, პროკურორებისა და მოსამართლეების ანალიზი ამ კუთხით მსჯელობას არ მოიცავს;
- დაფიქსირდა არასრული, მსუბუქი კვალიფიკაციის ორი შემთხვევა ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეზე, რაც პროკურორის არაეფექტიან და ხარვეზიან საქმიანობაზე მიანიშნებს;
- გამამტყუნებელი განაჩენებისა და დანაშაულის სერიოზულობის მიუხედავად, მოსამართლეებს უჭირთ მოძალადეების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, საქმეების უმრავლესობაში (21 შემთხვევაში - 72%) მოსამართლემ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სანქციები გამოიყენა.
საიას თანახმად, საქმეში არსებული საყურადღებო რისკებისა და საფრთხეების მიუხედავად, მოსამართლეები, ხშირ შემთხვევაში, აქცენტს აკეთებენ არა დაზარალებულის უსაფრთხოებაზე, არამედ ბრალდებულის დადებით თვისებებსა და მათ მიერ გაჟღერებულ მოსაზრებებზე, რომლებიც მოსამართლის ნდობას იწვევს:
"ასეთი მიდგომით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემა განიცდის მნიშვნელოვან კრახს, კვლავ პოტენციური საფრთხე ექმნება ძალადობის მსხვერპლი ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ადგილი აქვს მათ ხელმეორე ვიქტიმიზაციას."
მოსამართლეების მხრიდან ნაკლებად მკაცრი ღონისძიებების გამოყენება მოძალადის მიმართ არასათანადოდ ლმობიერი დამოკიდებულების შთაბეჭდილებას ტოვებდა.
რეკომენდაციები:
საერთო სასამართლოებს:
- ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს გენდერული ხედვით: სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ასეთი ტიპის დანაშაულების სპეციფიკურობა, ადეკვატურად შეაფასოს საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს ბრალდებულისგან და გამოიყენოს შესაბამისი სიმძიმის აღკვეთის ღონისძიებები;
- თუ პირველი წარდგენის სხდომაზე არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი იყო დისკრიმინაციული ნიშნით, მოსამართლემ აღნიშნული გარემოება მხედველობაში უნდა მიიღოს აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის დროს;
- სასამართლოებმა, ყველა შესაძლო შემთხვევაში, სათანადო სიმძიმის სასჯელები უნდა გამოიყენონ ბრალდებულების მიმართ, რაც ეფექტურად იმოქმედებს განმეორებითი ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით და უზრუნველყოფს მსხვერპლის უსაფრთხოებას;
- მოსამართლეებმა სათანადოდ უნდა შეაფასონ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დისკრიმინაციული ნიშნების იდენტიფიცირების მიზნით და, ყველა შესაძლო შემთხვევაში, დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა მიიჩნიონ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.
საქართველოს პროკურატურას:
- პროკურატურამ სათანადოდ უნდა შეაფასოს არსებული გარემოებები და მოითხოვოს შესაბამისი სიმძიმის აღკვეთის ღონისძიება, რომელიც იქნება მსხვერპლის უსაფრთხოების გარანტი და უზრუნველყოფს მათ დაცვას ხელახალი ვიქტიმიზაციისგან;
- ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს დანაშაულის დაკვალიფიცირება მისი სიმძიმის შესაბამისად და გენდერული ხედვის გათვალისწინებით, რათა ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავეს განესაზღვროს მისი ქმედების სიმძიმის შესაბამისი სასჯელი;
- ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე პროკურატურამ ყველა შესაძლო საშუალებით უნდა გამოიკვლიოს, ხომ არ მოხდა დანაშაულის ჩადენა გენდერთან დაკავშირებული ან სხვა შეუწყნარებლობის მოტივით და, დისკრიმინაციის შემთხვევაში, სსკ-ის შესაბამის მუხლთან ერთად, გამოიყენოს 53-ე მუხლის მე-31 პუნქტიც.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- მნიშვნელოვანია, რომ დაინერგოს ძალადობის რისკების შეფასების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საფრთხის დროულად განჭვრეტასა და შესაბამისი ზომების ეფექტურად დაგეგმვას. შესაძლებელია, აღნიშნული განისაზღვროს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება, ესპანეთის, ჩეხეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დღემდე მონიტორინგის ცხრა ანგარიში აქვს წარდგენილი. მეათე ანგარიში 2016 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საიამ ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სისხლის სამართლის 132 სასამართლო სხდომის მონიტორინგი განახორციელა.
ანგარიშში, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით საუბარია მამაკაცის მიერ ქალის ცემის ფეხმძიმე ცოლი მიმართ განხორციელებული ძალადობის, ბენზინის გამოყენებით ქალის დაწვის, სერიოზული ფსიქოლოგიური ძალადობის, მოკვლის მუქარისა და ოჯახის ფარგლებში ძალადობის განხორციელების სხვა შემთხვევებზე.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები