თოხნა, მარგვლა, დალაგება და იაფი მოგზაურობა ევროპაში
კიდევ ერთხელ გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას!
ალბათ იცით და დამეთანხმებით, რომ ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი, გარდა ბერლინებში და იბიცებზე დროის სატარებლად წასვლისა, ახალი კულტურის ნახვა, გაცნობა და აღმოჩენაა.
ევროპაში მოგზაურობის დაგეგმვისას ბევრ რჩევას მოისმენთ, თქვენი მეგობრები ბევრ რეკომენდაციასაც მოგცემენ, ზოგი გეგმებში უაზროდაც ჩაგეჩრებათ და გეტყვით, რომ პარიზი ძაან გოიმობაა და მაგას ჯობია ფეხით იაროთ ან ანდროიდზე გადახვიდეთ.
ზოგი იმასაც გეტყვით, რომ სულ ტყუილად გიხარიათ და ევროპაში შესასვლელად 5 ათასი ევრო გჭირდებათ, რაც ტყუილია. საზღვარზე მართლაც მოგიწევთ ბანკის ამონაწერის ჩვენება, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ მესაზღვრეებმა ნახონ, რომ უფულოდ არ აპირებთ ქუჩაში ხეტიალს და შიმშილს.
ევროპაში მოგზაურობის დაგეგმვა ყველანაირი ბიუჯეტის პირობებში შეიძლება. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ყველაზე იაფ და განსხვავებულ ვარიანტს.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სარგებელი ახალი გამოცდილების მიღება იქნება. ეს კი ყველაზე მეტად, ჩემი აზრით, სტუდენტებს და ახალგაზრდა პროფესიონალებს სჭირდებათ. ამ კატეგორიას კი ყველაზე ნაკლებად აქვს ფული, ჰოდა, ეს სტატია გამოადგებათ.
არსებობს ასეთი საიტი Workaway - სახელმა არ მოგატყუოთ, ეს დასაქმების საიტი არ არის და არც სამუშაოდ გიშვებთ ევროპაში. მარტივად რომ გითხრათ, ეს არის სოციალური ქსელი, რომელშიც ევროპაში მცხოვრები ადამიანები, ძირითადად ფერმერები და გესთ-ჰაუზების მფლობელები რეგისტრირდებიან და ეძებენ ადამიანებს, რომლებიც მათ დაუმეგობრდებიან, ჩავლენ მათთან სტუმრად და მიეხმარებიან სამეურნეო საქმეებში.
ანუ დაახლოებით ისეთივე ამბავია, როგორც მეგობრის სოფელში წასვლა და რთველში მონაწილეობა, შეშის დაჩეხვა და შეიძლება გათოხვნაც კი - ოღონდ ევროპაში.
სამაგიეროდ ევროპელი მასპინძლები გთავაზობენ მათ ჭერქვეშ უსასყიდლოდ დარჩენას და კვებას.
რატომ უნდა წახვიდეთ ასეთ მოგზაურობაში?
- იაფია,
- ნახავთ ევროპის არატურისტულ ადგილებს,
- ნახავთ როგორ ცხოვრობენ ადამიანები მეგაპოლისების გარეთ,
- დაამსხვრევთ ბევრ სტერეოტიპს,
- ისწავლით დამოუკიდებლად ცხოვრებას - თუნდაც 2-3 კვირით. ასეთ მოგზაურობაში წასვლა და თან Workaway-ს საშუალებით 2-3 კვირითაა რეკომენდებული და შესაძლებელი. იქ თავად მოგიწევთ თქვენი სარეცხის დარეცხვა, ოთახის დალაგება და ა.შ.
- გაიცნობთ ახალ ადამიანებს - ხშირად, იქ ჩასულებს თქვენნაირი ენთუზიასტი მოგზაურები დაგხვდებიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან ამ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ მასპინძლებთან.
- ახალგაცნობილი ადამიანები თავიანთ გამოცდილებას გაგიზიარებენ, თქვენ კი თქვენსას გაუზიარებთ მათ.
რა არის საჭირო ასეთ მოგზაურობაში წასასვლელად?
პირველ რიგში გადახედეთ საიტს, ნახეთ ვინ გეპატიჟებათ და სად, გაწყობთ ასეთი მოგზაურობა? თუ კი, მაშინ დარეგისტრირდით საიტზე, რომლის წევრობაც ფასიანია - ერთი ადამიანისთვის წელიწადში 29 ევრო ღირს, ხოლო წყვილად დარეგისტრირების შემთხვევაში - 38 ევრო.
შემდეგ იპოვეთ თქვენთვის სასურველი ქვეყანა და იქაური მასპინძელი, აი, მაგალითად, რამდენიმე კარგი ვარიანტი:
ძაღლების მოვლა და ეზო-სახლის განახლება - გასკონი, საფრანგეთი
დ'არტანიანის სამშობლოში მცხოვრები ინგლისელი ცოლ-ქმარი თავიანთ სახლში გეპატიჟებიან. მათ სახლის გარემონტებაში, ეზოს მოწყობასა და ძაღლების მოვლაში ესაჭიროებათ დახმარება. დაიძინებთ ან კოტეჯში ან ტრაილერში. კიტი პროფესიონალი შეფია და თუ სურვილი გექნებათ მზარეულობასაც გასწავლით, ხოლო სადილად ყოველთვის გემრიელი საჭმელი იქნება.
კიტი და დები მინიმუმ 2 კვირით გეპატიჟებიან თავისთან. მათი განცხადების ქვეშ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები და სხვა სტუმრების კომენტარები იქ მიღებული გამოცდილების შესახებ.
გოლდენ რეტრივერების მოვლა - გერმანია
პატარა ფერმა, რომელშიც ზრდიან გოლდენ რეტრივერებს, საჯიშე ჰქვია ალბათ. აქ მცხოვრებ ოჯახს სჭირდება ადამიანი, რომელიც ლეკვების, ცხენებისა და სხვა ცხოველების მოვლაში დაეხმარებათ.
გექნებათ ცალკე ოთახი, აბაზანა და ინტერნეტი.
ჰასკიების მოვლა - შვედეთი
ეს მოგზაურობა სექტემბერ - დეკემბერში უნდა დაგეგმოთ. ოჯახს, რომელსაც ჰყავს ბევრი ჰასკი და მათთან ერთად ციგებით რბოლაში მონაწილეობს, სჭირდება ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან ძაღლების მოვლასა და სხვა სამეურნეო საქმეებში.
როგორც ხედავთ, საკმაოდ საინტერესო ადგილებისა და ადამიანების გაცნობა შეგიძლიათ, მიიღებთ გამოცდილებას, რომელმაც შეიძლება ცხოვრება შეგიცვალოთ და ბოლოს და ბოლოს გექნებათ ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიები, რომლებსაც ყველას მოუყვებით და აღაფრთოვანებთ.
აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ჯობია ქართულ სოფლებში წახვიდეთ და იქ მიეხმაროთ ადამიანებს, რაზეც თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ერთი მეორეს საერთოდ არ გამორიცხავს.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები