უკრაინის ოპოზიციური პარტიის ლიდერი და საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე გადაცემა "სხვა უკრაინას" წაიყვანს.

როგორც სააკაშვილი თავის ფეისბუკის გვერდზე წერს, შოუს კვირაში ერთხელ წაიყვანს და უკრაინის იმ მხარეს აჩვენებს მაყურებელს, რომელსაც სხვა არხი არ აჩვენებს

გადაცემა უკრაინულ ტელეარხ ZIK-ზე გავა. სააკაშვილის თქმით, პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილია.