მონტენეგრო ნატოს წევრობას ერთი ნაბიჯით უახლოვდება
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მონტენეგროს მიღების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციაზე შეერთებული შტატების სენატმა იმსჯელა. საბოლოო კენჭისყრა კვირის განმავლობაში გაიმართება. სანამ ხელშეკრულების რატიფიკაციას პრეზიდენტი მოახდენს, მას სენატის ორი-მესამედის მხარდაჭერა სჭირდება.
მონტენეგროს ნატოში წევრობას სენატის 97-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
"ამ ხელშეკრულების დამტკიცება გაამყარებს ჩვენს უსაფრთხოებას, გააძლიერებს ალიანსს და გაუგზავნის ძლიერ მესიჯს რუსეთს, რომელიც მეზობლებს იპყრობს და საერთაშორისო წესრიგს არღვევს. ნატოს არაწევრ არც ერთ ქვეყანას, განსაკუთრებით რუსეთს, არ შეუძლია ვეტო დაადოს ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებას. ეს ძლიერი გზავნილი უნდა გვქონდეს," - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა.
თვის დასაწყისში სენატისადმი გაგზავნილ წერილში, ნატოს გაფართოებას მიესალმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და კანონმდებლებს მონტენეგროს მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
"ნატოს მაისის სამიტში მონტენეგროს, როგორც ალიანსის სრულფასოვანი წევრის მონაწილეობა იქნება ტრანს-ატლანტიკური ერთიანობის ძლიერი მესიჯი და იქნება მესიჯი იმისა, რომ მესამე ძალა არ წყვეტს ნატოს წევრობის საკითხებს," - წერია ტილერსონის წერილში.
მონტენეგრო დასავლეთსა და რუსეთს შორის ბალკანეთზე გავლენის მოსაპოვებლად მიმდინარე დაპირისპირების ეპიცენტრშია. ამ გავლენაზე ბრძოლის შედეგმა, შესაძლოა, მთლიანად რეგიონის ორიენტაცია განსაზღვროს. მანამდე კითხვად რჩება - შეძლებს, თუ არა ბალკანეთი ნატოსკენ და ევროპის კავშირისკენ სვლას, თუ დაუბრუნდება რუსული გავლენის სფეროს?
სანამ მონტენეგრო ალიანსს ოფიციალურად შეუერთდება, მისი წევრობის რატიფიცირება ნატოს 28-ვე წევრმა უნდა მოახდინოს. 25-მა ქვეყანამ ეს პროცედურა უკვე შეასრულა. შეერთებული შტატების სენატში კი რატიფიცირებას ორი რესპუბლიკელი სენატორი ბლოკავდა. რენდ პოლი და მაიკ ლი სამხედრო ალიანსის გაფართოების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
"მონტენეგროს ნატოში მიღება ჩვენს უსაფრთხოებას არ გააძლიერებს. ნატოში კიდევ ერთი პატარა ქვეყნის დამატება არაფერს მოიტანს. ნატოს გაფართოების მომხრეებს სჯერათ, რომ რუსეთი მთელს მსოფლიოს დაიპყრობს თუ ყველა ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდა," თქვა პოლმა.
სენატორმა საქართველოზე და უკრაინაზეც ისაუბრა: "მონტენეგროს მხარდამჭერებს ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებაც სურთ. თუკი საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, ჩვენ რუსეთთან მსოფლიო ომში მოგვიწევს ჩართვა."
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები