დვალი-აქიმიძე: წილების გადაცემის გეგმით, რ2-ელები ბინძური გარიგების ნაწილი ხდებიან
რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ, სადაც საუბარია რ2-ის ამჟამინდელი მფლობელების შეთავაზებაზე, ენმ-ზე, ენმ-ის ყოფილ წევრებზე და ქართულ ოცნებაზე:
"აშკარაა ნაძარცვი ქონების გადანაწილებისა და თანამშრომლების გამოყენებით დანაშაულებრივი ქმედებების გათეთრების მცდელობა. დანაშაულის ლეგიტიმაცია ვერ მოხდება, ვინაიდან საქმე რეზონანსულია და ყველას კარგად მოეხსენება, რომ 2004 წელს რუსთავი 2-ის 60% ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა დამფუძნებლებს."
დვალი-აქიმიძის მოსაზრებით, ძმები ყარამანიშვილები სააკაშვილის ფრთას წარმოადგენენ და მათი წინადადება წინადადება წილების 40% თანამშრომლებისთვის დათმობის თაობაზე არის მცდელობა - "გაზარდონ საკუთარი პოზიციების მოჩვენებითი ლეგიტიმაცია სტრასბურგის პროცესში."
რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია არის მეორე ფრთა, რომელსაც ტელევიზიის მენეჯმენტი წარმოადგენს. დვალი-აქიმიძის აზრით, მენეჯმენტის კონტრწინადადება შპს-ს შექმნის თაობაზე, ასევე, გულისხმობს თანამშრომლების გამოყენებით დამყარდეს კონტროლი ტელევიზიაზე.
დვალს და აქიმიძეს მიაჩნიათ, რომ ორივე აღნიშნულ შემთხვევაში, რუსთავი 2-ის თანამშრომლების უმრავლესობა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე პროცესებზე. მათივე განცხადებით, ერთ შემთხვევაში თანამშრომლები "გაისვრებიან და გახდებიან ინტრიგის მსხვერპლი," მეორე შემთხვევაში კი, "მათ გამოიყენებენ შირმად".
ტელეკომპანიის დამფუძნებლები თვლიან, რომ შესაძლოა, არსებული სიტუაციიდან ამგვარ გამოსავალს პოზიტიურად უყურებს ხელისუფლება:
"თვალი გავუსწოროთ სიმართლეს: ამ სქემის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში დამოუკიდებელი რუსთავი 2-ის მაგივრად მივიღებთ კონტროლირებადი პარტიის მიერ კონტროლირებად ტელევიზიას!"
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ საქმის სამართლიანად დასრულება, სანამ არ აღდგება მათი, როგორც რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ორი შელახული ფუნდამენტური უფლება - კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები