გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ იმსჯელა
გაეროში უკრაინის დელეგაციამ ორშაბათს, უშიშროების საბჭოს დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში მიმდინარე უკანასკნელი მოვლენები დააყენა დღის წესრიგში. საკითხი შეეხებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამშვები პუნქტების ჩაკეტვას, ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო დაჯგუფებების გაერთიანებას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს. უკრაინის ელჩის, ვოლოდიმირ იელჩენკოს განცხადებით „მანამ, ვიდრე უკრაინა უშიშროების საბჭოს წევრია და მას შემდეგაც, ამ თემის ჩაკვლა ვერ მოხდება.“
„ზოგი ფიქრობს, რომ ეს გაყინული კონფლიქტია, თუმცა ეს ასე არ არის, ჩვენ ეს გვინახავს ყირიმის მაგალითზე... რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებების ინტეგრაცია და გამშვები პუნქტების ჩაკეტვა ართულებს ადამიანის უფლებების დაცვას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ეს ნაბიჯები, ჩვენი აზრით მოითხოვდა უშიშროების საბჭოს ყურადღებას. ჩვენ მოხარული ვართ და მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს. უშიშროების საბჭოს ნახევარზე მეტმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა და ყველა დელეგაცია ერთის გარდა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ინიციატივა იყო, გაგვეკეთებინა განცხადება პრესისთვის, თუმცა ეს ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერ იქნა დაბლოკილი“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა გაეროში იელჩენკომ.
სხდომის დასრულების შემდეგ პრესასთან ისაუბრაბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა. გაეროში ბრიტანეთის ელჩის, მეთიუ რაიკროფტის თქმით, ბრიტანეთი და უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობა შეშფოთებულია ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებით.
„მე გამოვხატე ჩვენი შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ აფხაზეთიდან და აფხაზეთში, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს, ჩვენ არ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 12 მარტს აფხაზეთში ჩატარდა. ამასთანავე არ ვცნობთ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს სახელის შეცვლაზე სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არ უწყობს ხელს კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას“, - განაცხადა მან.
ბრიტანეთის ელჩის თქმით, გამომსვლელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს პოზიციას და მისი თქმით, ისინი, ისევე როგორც ბრიტანეთი, არ აღიარებენ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას.
„გამომსვლელთა უმრავლესობამ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ისინი არ აღიარებენ ამ რეგიონების დამოუკიდებლობას“, - თქვა მან.
უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოსკოვმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა განათავსა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული სამხედრო დაჯგუფებები რუსეთის სამხედრო სისტემას მიუერთა. ამასთანავე, ჩაიკეტა ოკუპაციის ხაზის გასწვრივ სასაზღვრო-გამშვები პუნქტები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოთქვა შეშფოთება.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები